"გაქცეული ვარსკვლავების" ფოტო, რომელმაც რუსები გააღიზიანა - პუგაჩოვას, სობჩაკის ყოფილი ქმრისა და სხვა ცნობილების შეხვედრა ისრაელში - კვირის პალიტრა

"გაქცეული ვარსკვლავების" ფოტო, რომელმაც რუსები გააღიზიანა - პუგაჩოვას, სობჩაკის ყოფილი ქმრისა და სხვა ცნობილების შეხვედრა ისრაელში

ალა პუ­გა­ჩო­ვა, სე­მი­ონ სლე­პა­კო­ვი, მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნი და რუ­სე­თი­დან წა­სუ­ლი სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბი ის­რა­ელ­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, რა­მაც რუ­სუ­ლი მე­დია ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი ვარ­კვლა­ვე­ბის შეხ­ვედ­რას, სამ­შობ­ლო­ში მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის შეკ­რე­ბა უწო­დეს.

ალა პუ­გა­ჩო­ვას­თან ერ­თად ფო­ტო­ზე ჩანს მაქს ვი­ტორ­გა­ნი. ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ქსე­ნია სობ­ჩა­კის ყო­ფი­ლი ქმა­რია. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბამ­დე კი ვი­ტორ­გა­ნი ნინო ნი­ნი­ძე­ზე იყო გა­მიჯ­ნუ­რე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ, რაც მაქსმა რუ­სე­თი და­ტო­ვა მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ ნი­ნი­ძე მი­ა­ტო­ვა, რის გა­მოც, ქალს სე­რი­ო­ზუ­ლი დეპ­რე­სია და­ე­მარ­თა. მაქ­სიმ ვი­ტორ­გან­მა ადრე ინ­ტერ­ვი­უ­ში ომის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ არ იცის „რო­გორ აუხ­სნა ბავ­შვებს ის, რაც ახლა ხდე­ბა“.

ფო­ტო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვარ­კვლა­ვე­ბის ნა­წი­ლი დღეს სამ­შობ­ლო­ში უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბად არი­ან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლე­ბი, დაბ­ლო­კი­ლია მათი კონ­ცერ­ტე­ბი და თე­ატ­რა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბი. ფო­ტო­ზე არ ჩანს ქსე­ნია სობ­ჩა­კი, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქალს ჩუ­მად ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ის­რა­ელ­ში გა­და­სუ­ლი სობ­ჩა­კი და ვი­ტორ­გა­ნი შე­საძ­ლოა ისევ გა­ერ­თი­ან­დნენ და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლონ.

ნი­უ­სის კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, რომ შე­საძ­ლოა ფოტო ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა გა­და­ი­ღო. რო­გორც ჩანს, მაქს ვი­ტორ­გა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა ნინო ნი­ნი­ძეს­თან ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­ვი­და. (წყარო)