"საუზმეს არავინ მიმზადებს, რთულ პერიოდს გავდივართ..." - რაზე "დაიჩივლა" ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში: პრეზიდენტის ემოციური სიტყვა მეუღლეზე - კვირის პალიტრა

"საუზმეს არავინ მიმზადებს, რთულ პერიოდს გავდივართ..." - რაზე "დაიჩივლა" ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში: პრეზიდენტის ემოციური სიტყვა მეუღლეზე

ოლე­ნამ და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ინ­ტერ­ვიუ მის­ცეს ამე­რი­კულ ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-ს. სა­უბ­რი­სას წამ­ყვან­მა მე­უღ­ლე­ებს ჰკი­თხა, რო­გორ უჭე­რენ მხარს ერ­თმა­ნეთს ასეთ რთულ პე­რი­ოდ­ში, რა­ზეც პრე­ზი­დენ­ტმა უპა­სუ­ხა, რომ მე­უღ­ლეს არა მხო­ლოდ საყ­ვა­რელ ქა­ლად, არა­მედ სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რა­დაც და ენერ­გი­ის წყა­როდ თვლის.

პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე და­ი­ჩივ­ლა, რომ მას სა­უზ­მეს აღარ უმ­ზა­დე­ბენ.

"ეს ჩემი სიყ­ვა­რუ­ლია, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. ეს არის ჩემი ენერ­გია. ელე­ნა მიყ­ვე­ბა სულ, რო­გორ უმ­ზა­დებს სა­უზ­მეს ბავ­შვებს დი­ლით, რო­გორ ამ­ზა­დებს მათ ტან­საც­მელს. მე კი ვი­ტყო­დი, რომ მე ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მაქვს - სა­უზ­მეს არა­ვინ მიმ­ზა­დებს, რთულ პე­რი­ოდს გავ­დი­ვართ“.

წამ­ყვან­მა გან­მარ­ტა, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი იმას, რომ ახლა მე­უღ­ლე­ე­ბი ცალკ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, რა­ზეც ზე­ლენ­სკიმ და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზე­ლენ­სკებ­მა CNN-თან გა­ნი­ხი­ლეს უკ­რა­ი­ნის ომი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

"უკ­რა­ი­ნას არ და­უ­წყია ეს ომი. მაგ­რამ უკ­რა­ი­ნულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ან­და, აჩ­ვე­ნა სო­ლი­და­რო­ბი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მა­გა­ლი­თი. ეს გვაძ­ლევს ძა­ლას დი­ლას გაღ­ვი­ძე­ბის­თვის. ჩვენ ვერ გავ­ჩერ­დე­ბით, უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ბრძო­ლა“. (წყარო)