"ათი წელია ინდოეთის ცნობილ კლინიკებში ვმუშაობ, აქ ჯერ პაციენტი არ დაგვღუპვია" - ქართველი ქალის 26 წლიანი ცხოვრება საოცრებათა ქვეყანაში, ინდოელი მეუღლე და შეცვლილი პროფესიები - კვირის პალიტრა

"ათი წელია ინდოეთის ცნობილ კლინიკებში ვმუშაობ, აქ ჯერ პაციენტი არ დაგვღუპვია" - ქართველი ქალის 26 წლიანი ცხოვრება საოცრებათა ქვეყანაში, ინდოელი მეუღლე და შეცვლილი პროფესიები

ნა­თე­ლა სა­ჯა­ია 26 წე­ლია ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რობს და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოღ­ვა­წე­ობს... თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლოვ­ნე­ბა­ში იყო, შემ­დეგ ათი წელი ინ­დო­ე­თის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ კლი­ნი­კებ­ში თარ­ჯიმ­ნად და ახ­ლა­ხან კი­დევ ახა­ლი პრო­ფე­სია აით­ვი­სა.. იგი ინ­დო­ეთს სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნას ეძა­ხის და თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზეც გვი­ამ­ბობს...

- ბავ­შო­ბი­დან მომ­წონ­და და მი­ტა­ცებ­და ინ­დო­ე­თი, ამ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი. ვოც­ნე­ბობ­დი ინ­დო­ეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ცეკ­ვა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­მეს­წავ­ლა. კი­ნო­თე­ატრ "ბა­თუმ­ში: ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ინ­დუ­რი კულ­ტუ­რის ცენ­ტრში გავ­წევ­რი­ან­დი. სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ვმღე­რო­დი, ვცეკ­ვავ­დი... შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად მოს­კოვ­ში წა­ვე­დი, სა­დაც და­ვი­წყე კლა­სი­კუ­რი ცეკ­ვის - კა­თხა­კის სწავ­ლა. ერთი წლის მერე პე­და­გო­გის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით ინ­დო­ე­თი­დან მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე, სწავ­ლა რომ იქ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. თა­ვი­დან რთუ­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან ინ­დუ­რი კლა­სი­კუ­რი ცეკ­ვის თვი­თო­ე­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა რა­ი­მე ის­ტო­რი­ას გად­მოს­ცემს. ამას­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რად გა­მო­ხა­ტო ყვე­ლა ის გრძნო­ბა, რა­ზეც არის ცეკ­ვა. მა­ლე­ვე დავძლიე სირ­თუ­ლე­ე­ბი და ცეკ­ვა ინ­დო­ე­ლი გო­გო­ნე­ბი­ვით კარ­გად, ლა­მა­ზად გა­მომ­დი­ო­და... დე­და­ქა­ლაქ დე­ლი­ში ვცხოვ­რობ­დი და იქვე ვსწავ­ლობ­დი.

312489134-523481452975473-5930179484800086707-n-51329-1668270470.jpg

- ინ­დო­ეთს კონ­ტრას­ტე­ბის ქვე­ყა­ნას უწო­დე­ბენ, სიმ­დიდ­რის და სი­ღა­რი­ბის გამო... თქვენ­თვის რო­გო­რია ინ­დო­ე­თი, რო­გორ გაგ­ვაც­ნობ­დით ამ ქვე­ყა­ნას?

- რო­დე­საც პირ­ვე­ლად ინ­დო­ეთ­ში, დე­ლი­ში ჩავფრინ­დი, პირ­ვე­ლი რა­მაც გა­მა­ო­ცა, ეს იყო სი­ცხე +50 გრა­დუ­სი და ჰა­ერ­ში სპე­ცი­ფი­უ­რი სუნი. დღემ­დე ყო­ვე­ლი დღე ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე...

- ბოლო 10 წე­ლია ცნო­ბილ კლი­ნი­კებ­ში მუ­შა­ობთ...

- დიახ, კერ­ძო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში რო­გო­რი­ცაა ფორ­ტი­სი, მაქ­სი, არ­ტე­მი­სი და სხვა. ფე­სე­ლი­ტა­ტორ-თარ­ჯი­მა­ნი გახ­ლა­ვართ, პა­ცი­ენ­ტებს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან ვემ­სა­ხუ­რე­ბი... სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დო­ეთ­ზე ბევ­რს ძა­ლი­ან არა­სა­თა­ნა­დო წარ­მოდ­გე­ნა აქვს და ალ­ბათ ვერც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ იქ რა მა­ღა­ლი დო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბია. ბოლო გა­მოშ­ვე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­უ­კე­თე­სო წამ­ლე­ბი, აი­ურ­ვე­დას, ტი­ბე­ტუ­რი და ჰო­მე­ო­პა­ტი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. სა­უ­კე­თე­სო ექი­მე­ბი ყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ქი­რურ­გია ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია. უკვე დიდი ხა­ნია რაც წარ­მა­ტე­ბუ­ლად ტარ­დე­ბა თირკმე­ლის, ღვიძ­ლის, გუ­ლის და ფილ­ტვის გა­და­ნერგვე­ბი. გარ­და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა, მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც ჩა­მო­დი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი: ირა­ნი­დან, აფ­რი­კი­დან, ეთი­ო­პი­ი­და­ან, ბან­გლა­დე­ში­დან, ნე­პა­ლი­დან... გა­და­ნერგვა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ძვი­რია. ინ­დო­ეთ­ში მა­გა­ლი­თად 16.000 დან 18.000 დო­ლა­რამ­დე ღირს თირკმე­ლის გა­და­ნერგვა. გა­აჩ­ნია დო­ნო­რი ვინ იქ­ნე­ბა... მე პი­რა­დად არ მყო­ლია ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე­ჯერ მი­თხრეს, რომ სუ­რო­გა­ცი­ის მსურ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ყო­ფი­ლან.

315071872-648215790250233-3775512424572046403-n-51337-1668270470.jpg

- ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას შეს­წრე­ბი­ხართ...

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ უზ­ბე­კე­თი­დან ჩა­მო­ვი­და 29 წლის გოგო, რო­მელ­საც თან მე­უღ­ლე ახ­ლდა. მათ იცოდ­ნენ, რომ ამ გო­გოს დო­ნო­რი მისი მე­უღ­ლე იქ­ნე­ბო­და, რად­გან კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით ღვიძ­ლი ესა­და­გე­ბო­და. რო­დე­საც ინ­დო­ეთ­ში შე­ა­მოწ­მეს, მე­უღ­ლის ღვიძ­ლი ცხი­მო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა და ვერ გა­და­უ­ნერ­გავ­დნენ. იმ­დე­ნად დამ­წუხრდნენ, შოკ­ში ჩა­ვარ­დნენ, სახ­ლში რე­კავ­დნენ, ოჯა­ხის წევ­რებს შე­ჩი­ოდ­ნენ, რაც მოხ­და... წარ­მო­იდ­გი­ნეთ პა­ცი­ენ­ტის უფ­როს­მა დამ იმ დღეს­ვე მომ­წე­რა, სას­წრა­ფო მოწ­ვე­ვა გა­მი­კე­თე და ჩა­მოვფრინ­დე­ბიო... მარ­თლაც ჩა­მოფ­რინ­და, გა­მო­იკ­ვლი­ეს და სა­ბედ­ნი­ე­როდ აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი ღვიძ­ლი მი­უდ­გე­ბო­და... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის იყო, რომ პა­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან მალე გა­მო­ჯან­მრთელ­და, გონ­საც მყის­ვე მო­ვი­და, მაგ­რამ დო­ნო­რი ძა­ლი­ან ცუ­დად გაგ­ვიხ­და... როცა ორ­გა­ნოს აჭ­რი­ან, ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი სხვა ორ­გა­ნო­ებ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ფსი­ქი­კა­ზე. შეგ­ვე­შინ­და დო­ნორს საფრ­თხე არ შექ­მნო­და... ოპე­რა­ცი­ის დროს ძა­ლი­ან ვნე­რი­უ­ლობთ, მაგ­რამ მე ნერ­ვი­უ­ლო­ბას არა­სო­დეს ვიმ­ჩნევ, რად­გან მათი მხო­ლოდ თარ­ჯი­მა­ნი კი არა, სუ­ლიც, გუ­ლიც, ჯი­გა­რიც ვარ, მათ გვერ­დით ყვე­ლა­ნა­ი­რად ვუდ­გა­ვარ.

ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მი­ხა­რია პა­ცი­ენ­ტი რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი მი­დის. ათი წლი გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­დო­ეთ­ში, სა­დაც მე ვმუ­შა­ობ, არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტი არ და­ღუ­პუ­ლა. ასე რომ მე მჯე­რავს ინ­დო­ე­თის მე­დი­ცი­ნის, მთა­ვა­რია რომ პა­ცი­ენ­ტსაც ქონ­დეს ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა იქ რომ გა­ნი­კურ­ნე­ბა. (გააგრძელეთ კითხვა)