"რაში, რაში და მო­რაგ­ბე­თა ამ წყო­ბა­ში, სულ მცი­რე, ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, გან­სხვა­ვე­ბით, ქოც–ნაც­თა ბე­ლა­დე­ბის ამ­ბი­ო­ნი­დან "ქა­და­გე­ბე­ბი­სა­გან" - კვირის პალიტრა

"რაში, რაში და მო­რაგ­ბე­თა ამ წყო­ბა­ში, სულ მცი­რე, ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, გან­სხვა­ვე­ბით, ქოც–ნაც­თა ბე­ლა­დე­ბის ამ­ბი­ო­ნი­დან "ქა­და­გე­ბე­ბი­სა­გან"

ნოემ­ბრის მე­ო­რე ტესტ-მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი "დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ სა­მო­ას და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით - 19:20 და­მარ­ცხდა.

პირ­ველ ტა­ი­მი სა­მო­ამ 10:6 მო­ი­გო. მე­ო­რე ტა­ი­მი სა­მო­ელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო, სა­ჯა­რი­მო­თი ან­გა­რი­ში გა­ზარ­დეს. ამას "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის“ მრა­ვალ­ფა­ზი­ა­ნი შე­ტე­ვა, ჩა­უთ­ვლე­ლი ლელო, ტა­ბუ­ცა­ძის ლელო, აბ­ჟან­და­ძის გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი გარ­და­სახ­ვა და ვი­ზა­ვის მო­თა­მა­შის ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მოჰ­ყვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას სრუ­ლად ფლობ­და, მე­ტო­ქის მო­რაგ­ბეს წი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ა­ღე­ბი­ნეს, აბ­ჟან­და­ძემ კი სა­ჯა­რი­მო გა­მო­ი­ყე­ნა, მაგ­რამ დაც­ვის შეც­დო­მის შე­დე­გად სა­მოა ლელო-გარ­და­სახ­ვით წინ გა­ვი­და და გა­ი­მარ­ჯვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მო­ას მო­რაგ­ბე­ებ­მა მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე ტრა­დი­ცი­უ­ლი ჰაკა შე­ას­რუ­ლეს, ხოლო მათ სა­პა­სუ­ხოდ ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი მო­ე­დან­ზე ისე გან­ლაგ­დნენ, რომ ჯვრის ფორ­მა გა­მო­სა­ხეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­ნიშ­ნულს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ზო­გი­ერ­თმა ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი ჯვრის გა­მო­სახ­ვის გამო გა­აკ­რი­ტი­კა. ისი­ნი თვლი­ან, ჯვრის წარ­მო­ჩე­ნა, რო­გორც ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის ერ­თგვა­რი თი­ლის­მა ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი რომ ყო­ფი­ლი­ყო, პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს და პრობ­ლე­მას ვერ ხე­და­ვენ მო­რაგ­ბე­ე­ბის მსგავს ქმე­დე­ბა­ში.

გა­გაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან:

ლექ­სო ლე­კი­აშ­ვი­ლი

ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი - მა­გა­ლი­თად, ფა­ნებს და­ე­წე­რათ, ასე ჯო­ბი­აო და მა­შინ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, არ იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მა.მაგ­რამ ესაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან ერ­თად, 2013 წლი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლად ძა­ლა­დობს ადა­მი­ა­ნებ­ზე. ამი­სი დას­ტუ­რია ზუს­ტად ასე­თი­ვე ჯვა­რი პარ­ლა­მენ­ტის წინ, 2021 წლის 5 ივ­ლისს აღ­მარ­თუ­ლი. ამი­ტო­მაა გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი და მეც ვე­თან­ხმე­ბი პრო­ტესტს.

ნიქო გორ­გი­ლა­ძე

შემ­დეგ­ზე ნა­ხე­ვარ­მთვა­რე გე­ცა­დათ, ჯვა­რი ხუთი გაქვთ დრო­შა­ზე და მა­ინც არა­ფე­რი გეშ­ვე­ლათ

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

ერთ ადა­მი­ანს რა რი­ტუ­ა­ლი ექ­ნე­ბა, ილო­ცებს თუ მი­წას აკო­ცებს, მისი გა­და­სა­წყვე­ტია და გუნ­დურ სპორ­ტში ვინ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ერ­თო თი­ლის­მა­ზე, ან რწმე­ნა­ზე?

ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი

ცნო­ბის­თვის, ეროვ­ნულ დრო­შა­ზეც 5 ჯვა­რი გვაქვს გა­მოს­ხუ­ლი, ჰოდა, იმე­დია იქი­და­ნაც არა­ვის უნდა მათი ამოშ­ლა.. ძა­ლი­ან ბევრ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოს, ასე­ვე აქვთ ჯვა­რი ეროვ­ნულ დრო­შებ­ზე, იმე­დია, ესეც უმ­რავ­ლე­სო­ბამ იცის.

რაში, რაში და მო­რაგ­ბე­თა ამ წყო­ბა­ში, სულ მცი­რე, ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, გან­სხვა­ვე­ბით, ქოც–ნაც­თა ბე­ლა­დე­ბის ამ­ბი­ო­ნი­დან "ქა­და­გე­ბე­ბი­სა­გან" !

არ­ჩილ მარ­შა­ნია

არც ერთი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი ჯახი არ არის ორ ან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შო­რის, მი­თუ­მე­ტეს რაგ­ბი.უამ­რა­ვი ის­ტო­რი­ის, რი­ტუ­ა­ლის, თი­ლის­მე­ბის და მუ­ღა­მის ამ­ბა­ვია.რო­გორც გულ­შე­მატ­კი­ვარ­ში, ისე ცალ­კე­ულ მო­თა­მა­შე­ებ­ში და ისე გუნ­დებ­ში.რი­ტუ­ა­ლე­ბი რო­გორც წესი, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბას, ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის წარ­დგე­ნას და იმე­დის ჩა­სახ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.იხილეთ სრულად