აშშ-ში, ქალაქ დალასში გამართულ ავიაშოუზე, ორი ისტორიული სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა - კვირის პალიტრა

აშშ-ში, ქალაქ დალასში გამართულ ავიაშოუზე, ორი ისტორიული სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

აშშ-ში, ქალაქ დალასში გამართულ ავიაშოუზე, ორი ისტორიული სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.

ამერიკული მედიის ცნობით, ბომბდამშენი B-17 Flying Fortress და მოიერიშე თვითმფრინავი P-63 Kingcobra ერთმანეთს ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 საათზე შეეჯახნენ.

ოფიციალურ პირებს არ დაუსახელებიათ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, თუმცა, როგორც მედია წერს, ჩვეულებისამებრ, B-17-ის ეკიპაჟი ოთხი ან ხუთი წევრისგან შედგება, ხოლო Kingcobra-ს ერთი პილოტი ჰყავს.

ავიაკატასტროფას აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო გამოიძიებს.

აღსანიშნავია, რომ ორივე თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა.

"ინტერპრესნიუსი"