"ხანდახან ცოტა ზედმეტი მომდის... სპალეტი სულ იმას მეუბნება, რომ..." - "სერია ა" ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ხანდახან ცოტა ზედმეტი მომდის... სპალეტი სულ იმას მეუბნება, რომ..." - "სერია ა" ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს

ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ტრავ­მის გამო, ბოლო რამ­დე­ნი­მე მატ­ჩია "ნა­პო­ლის" რი­გებ­ში არ გვი­ნა­ხავს, თუმ­ცა მისი სა­ხე­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი, კვლავ დიდი. ამ­ჯე­რად, Youtube-ზე, იტა­ლი­უ­რი "სე­რია ა"-ს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც ხვი­ჩამ სა­ფეხ­ბურ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, სპა­ლე­ტის, მა­რა­დო­ნა­სა და თა­ნა­გუნ­დელ კიმ მინ ჯე-ს შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ჩვე­უ­ლი თავ­მდაბ­ლო­ბით თქვა, რომ "ბურთთან ერ­თად ყოფ­ნა უყ­ვარს, თუმ­ცა ხან­და­ხან ზედ­მე­ტი მოს­დის."

ფეხ­ბურ­თის გან­სა­კუთ­რე­ბულ უნა­რებ­ზე"რთუ­ლია ამა­ზე ჩემი მხრი­დან ლა­პა­რა­კი, ალ­ბათ არას­წო­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ბურთთან ერ­თად ყოფ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ხან­და­ხან ისე გა­მომ­დის ხოლ­მე, რომ ცოტა ზედ­მე­ტი მომ­დის, მაგ­რამ ამა­ზე ვმუ­შა­ობ. ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლი ცოტა ზედ­მე­ტი მაქვს, მაგ­რამ არა­უ­შავს, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წო­რე­ბა­დია. მთა­ვა­რია, რომ გუნდს გა­მო­ვად­გე."

ა­რა­დო­ნას­თან შე­და­რე­ბა­ზე "მა­რა­დო­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, მას­თან შე­და­რე­ბა ალ­ბათ არც ერთი ფეხ­ბურ­თე­ლის არ შე­იძ­ლე­ბა. ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა რომ მისი მსგავ­სი ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ევ­ლი­ნოს დე­და­მი­წა­ზე. ძა­ლი­ან მი­ხა­რია ხოლ­მე როცა რა­ღაც ასეთ ამ­ბო­ბენ (როცა მა­რა­დო­ნას ამ­სგავ­სე­ბენ). ასეთ დროს უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­კის­რე­ბენ.

"ნა­პო­ლის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტის შე­სა­ხებ" პირ­ველ რიგ­ში, მის ადა­მი­ა­ნო­ბას გა­მო­ვარ­ჩევ. ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია. სულ მე­ლა­პა­რა­კე­ბა, სულ რა­ღა­ცას მიხ­სნის, მას­წავ­ლის. ვა­ტყობ რომ ძა­ლი­ან განვვი­თარ­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღაც ვის­წავ­ლე ტაქ­ტი­კუ­რად, უფრო მეტი მინ­და ვის­წავ­ლო მის­გან იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი მწვრთნე­ლია. სულ იმას მე­უბ­ნე­ბა, რომ უფრო მეტი უნდა ვა­კე­თო და არაფ­რით არ უნდა დავ­კმა­ყო­ფილ­დე და გუნდთან ერ­თად უნდა ვი­თა­მა­შო. იხილეთ სრულად