"უნდა გააჩერო ენა და ყველაფერზე არ იხითხითო...საერთოდ გარდაცვლილი ვეგონე, გადმომიტანეს მანქანიდან"
ლელა წურწუმიას გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" ჟურნალისტმა ბიძინა ბარათაშვილმა ავარიის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, წლების წინ მსახიობ გია როინიშვილს შეემთხვა.
ვიდეოში ჩანს, როგორ იცინიან კურიოზად მოყოლილ ამბავზე ლელა წურწუმია და მისი მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი. აღნიშნულმა ვიდეომ სოციალურ ქსელებში ბევრი ნახვა მოაგროვა და საზოგადოება გაახალისა, თუმცა ამბავი, რომელიც სახალისო კონტექსტით იყო გადმოცემული, უმძიმესია ფიტნეს ინსტრუქტორ ნინა ილურიძისთვის.
ვიდეოში ბიძინა ბარათაშვილი ყვება, რომ წლების წინ, გია როინიშვილი ნაჩუქარი მანქანით ავარიაში მოყვა, რა დროსაც რამდენიმე მანქანა დაზიანდა. როდესაც ბიძინა გიას სანახავად მივიდა, რომელიც ამავე დროს ტრავმირებული იყო, აღმოჩნდა, რომ როინიშვილი დამტვრეული მანქანის გაყიდვას 4 ათას დოლარად აპირებდა, რაც იმ დროს საკმაოდ ბევრი ფულად ითვებოდა.როგორც გაირკვა, ავარიის დროს, რომელიც მსახიობს წლების წინ შეემთხვა, რამდენიმე ადამიანი დაზიანდა. მათ შორის გახლდათ ფიტნეს ტრენერი, ნინა ილურიძეც. როგორც ნინა იხსენებს, ავარიის დროს სახეზე მძიმე დაზიანებები მიიღო.
ნინა ილურიძე: - ეს ავარია ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, წლების განმავლობაში ვდუმდი. მე ადრეც მისაუბრია რომ ორ ავარიაში ვარ მოყოლილი, რის შემდეგაც მოვედი ფიტნესში. თუმცა საუბრისას მხოლოდ ერთ ავარიას ვახსენებდი ხოლმე. იმიტომ რომ პირველი ავარია ჩემთვის ფსიქოლოგიურად გაცილებით მძიმე იყო და ვდუმდი. ასევე არ დამეზიანებინა სხვა ადამიანი, რომლისთვისაც სასიამოვნო არ ყოფილიყო ამის მოსმენა. მაგრამ ლელასთან ვისმენ ამ ისტორიას, მართალია, სხვა კონტექსტშია მოყოლილი, მაგრამ ნუ მასწავლით როგორ უნდა აღვიქვა შინაარსი. მესმის, რომ იქ იყო, ვითომ მოყოლილი როგორ დაამტვრია როინიშვილმა მანქანა.
გიამ კი არ დაამტვრია მანქანა, გია იყო სამწუხაროდ მიზეზი. მე ამას ბრალდებით არ ვსაუბრობ. თავადაც ყვება ის ავტორი კაცი, რომ ამდენი მანქანა დაზიანდა. ისტორია რომ ასე იწყება, იქნება ცოტა ტვინი დაამატოთ ადამიანებმა რომ იქ ხალხი იჯდა. ერთი კვირის წინ ბეშუმური კაბის ხსენებაზე ადამიანს გადაუარეთ და სამსაუხრიდან გააგდეთ. ვიღაც ჩინელი? - სამწუხაროდ არ შეუძლია მას რიგი მიზეზების გამო პასუხის გაცემა. ის ვიღაც ჩინელი მთელი ცხოვრება ხეიბარი დარჩა. მე საერთოდ გარდაცვლილი ვეგონე, გადმომიტანეს მანქანიდან.
ყველაფერზე არ შეიძლება იცინოთ. ნამდვილად კარგი იუმორის გრძნობა მაქვს ვინც მიცნობს, მესმის, რომ პირადად ჩემზე არ საუბრობს... მაგრამ უნდა გააჩერო ენა და ყველაფერზე არ იხითხითო. იმ მომენტში როდესაც ყველაფერი მოხდა, მე ყველაფერი დავინახე, როგორ მოდიოდა გიას მანქანა ჩვენზე და ტრავმისგან თუ შოკისგან არ მახსოვს არაფერი. გონზე რომ მოვედი საკუთარ მშობლებსაც ვერ ვცნობდი. ნელ-ნელა აღდგა ჩემში ისტორია, მაგრამ ბოლომდე არა. წლები გავიდა და ის პერიოდი მეხსიერებაში დღემდე ჩავარდნილი მაქვს. იხილეთ სრულად