"უნდა გა­ა­ჩე­რო ენა და ყვე­ლა­ფერ­ზე არ იხი­თხი­თო...სა­ერ­თოდ გარ­დაც­ვლი­ლი ვე­გო­ნე, გად­მო­მი­ტა­ნეს მან­ქა­ნი­დან" - კვირის პალიტრა

"უნდა გა­ა­ჩე­რო ენა და ყვე­ლა­ფერ­ზე არ იხი­თხი­თო...სა­ერ­თოდ გარ­დაც­ვლი­ლი ვე­გო­ნე, გად­მო­მი­ტა­ნეს მან­ქა­ნი­დან"

ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში "სტუმ­რად ლე­ლას­თან" ჟურ­ნა­ლის­ტმა ბი­ძი­ნა ბა­რა­თაშ­ვილ­მა ავა­რი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, წლე­ბის წინ მსა­ხი­ობ გია რო­ი­ნიშ­ვილს შე­ემ­თხვა.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ იცი­ნი­ან კუ­რი­ო­ზად მო­ყო­ლილ ამ­ბავ­ზე ლელა წურ­წუ­მია და მისი მე­უღ­ლე, პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. აღ­ნიშ­ნულ­მა ვი­დე­ომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი ნახ­ვა მო­აგ­რო­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ხა­ლი­სა, თუმ­ცა ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც სა­ხა­ლი­სო კონ­ტექ­სტით იყო გად­მო­ცე­მუ­ლი, უმ­ძი­მე­სია ფიტ­ნეს ინ­სტრუქ­ტორ ნინა ილუ­რი­ძის­თვის.

ვი­დე­ო­ში ბი­ძი­ნა ბა­რა­თაშ­ვი­ლი ყვე­ბა, რომ წლე­ბის წინ, გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი ნა­ჩუ­ქა­რი მან­ქა­ნით ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა და­ზი­ან­და. რო­დე­საც ბი­ძი­ნა გიას სა­ნა­ხა­ვად მი­ვი­და, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს ტრავ­მი­რე­ბუ­ლი იყო, აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­ი­ნიშ­ვი­ლი დამ­ტვრე­უ­ლი მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვას 4 ათას დო­ლა­რად აპი­რებ­და, რაც იმ დროს საკ­მა­ოდ ბევ­რი ფუ­ლად ით­ვე­ბო­და.რო­გორც გა­ირ­კვა, ავა­რი­ის დროს, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს წლე­ბის წინ შე­ემ­თხვა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ზი­ან­და. მათ შო­რის გახ­ლდათ ფიტ­ნეს ტრე­ნე­რი, ნინა ილუ­რი­ძეც. რო­გორც ნინა იხ­სე­ნებს, ავა­რი­ის დროს სა­ხე­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

ნინა ილუ­რი­ძე: - ეს ავა­რია ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ მოხ­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვდუმ­დი. მე ად­რეც მი­სა­უბ­რია რომ ორ ავა­რი­ა­ში ვარ მო­ყო­ლი­ლი, რის შემ­დე­გაც მო­ვე­დი ფიტ­ნეს­ში. თუმ­ცა სა­უბ­რი­სას მხო­ლოდ ერთ ავა­რი­ას ვახ­სე­ნებ­დი ხოლ­მე. იმი­ტომ რომ პირ­ვე­ლი ავა­რია ჩემ­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ცი­ლე­ბით მძი­მე იყო და ვდუმ­დი. ასე­ვე არ და­მე­ზი­ა­ნე­ბი­ნა სხვა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც სა­სი­ა­მოვ­ნო არ ყო­ფი­ლი­ყო ამის მოს­მე­ნა. მაგ­რამ ლე­ლას­თან ვის­მენ ამ ის­ტო­რი­ას, მარ­თა­ლია, სხვა კონ­ტექ­სტშია მო­ყო­ლი­ლი, მაგ­რამ ნუ მას­წავ­ლით რო­გორ უნდა აღ­ვიქ­ვა ში­ნა­არ­სი. მეს­მის, რომ იქ იყო, ვი­თომ მო­ყო­ლი­ლი რო­გორ და­ამ­ტვრია რო­ი­ნიშ­ვილ­მა მან­ქა­ნა.

გიამ კი არ და­ამ­ტვრია მან­ქა­ნა, გია იყო სამ­წუ­ხა­როდ მი­ზე­ზი. მე ამას ბრალ­დე­ბით არ ვსა­უბ­რობ. თა­ვა­დაც ყვე­ბა ის ავ­ტო­რი კაცი, რომ ამ­დე­ნი მან­ქა­ნა და­ზი­ან­და. ის­ტო­რია რომ ასე იწყე­ბა, იქ­ნე­ბა ცოტა ტვი­ნი და­ა­მა­ტოთ ადა­მი­ა­ნებ­მა რომ იქ ხალ­ხი იჯდა. ერთი კვი­რის წინ ბე­შუ­მუ­რი კა­ბის ხსე­ნე­ბა­ზე ადა­მი­ანს გა­და­უ­ა­რეთ და სამ­სა­უხ­რი­დან გა­აგ­დეთ. ვი­ღაც ჩი­ნე­ლი? - სამ­წუ­ხა­როდ არ შე­უძ­ლია მას რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ის ვი­ღაც ჩი­ნე­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხე­ი­ბა­რი დარ­ჩა. მე სა­ერ­თოდ გარ­დაც­ვლი­ლი ვე­გო­ნე, გად­მო­მი­ტა­ნეს მან­ქა­ნი­დან.

ყვე­ლა­ფერ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა იცი­ნოთ. ნამ­დვი­ლად კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა მაქვს ვინც მიც­ნობს, მეს­მის, რომ პი­რა­დად ჩემ­ზე არ სა­უბ­რობს... მაგ­რამ უნდა გა­ა­ჩე­რო ენა და ყვე­ლა­ფერ­ზე არ იხი­თხი­თო. იმ მო­მენ­ტში რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და, მე ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ნა­ხე, რო­გორ მო­დი­ო­და გიას მან­ქა­ნა ჩვენ­ზე და ტრავ­მის­გან თუ შო­კის­გან არ მახ­სოვს არა­ფე­რი. გონ­ზე რომ მო­ვე­დი სა­კუ­თარ მშობ­ლებ­საც ვერ ვცნობ­დი. ნელ-ნელა აღ­დგა ჩემ­ში ის­ტო­რია, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არა. წლე­ბი გა­ვი­და და ის პე­რი­ო­დი მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დღემ­დე ჩა­ვარ­დნი­ლი მაქვს. იხილეთ სრულად