"იქნებ იმაზეც შეიცხადოთ, "აი, ჯაან სვეცკებმა და პრადვინუტებმა" - როგორ ეხმაურება ალეკო ელისაშვილი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც სტადიონზე ქართველ მორაგბეთა განლაგებას მოყვა - კვირის პალიტრა

"იქნებ იმაზეც შეიცხადოთ, "აი, ჯაან სვეცკებმა და პრადვინუტებმა" - როგორ ეხმაურება ალეკო ელისაშვილი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც სტადიონზე ქართველ მორაგბეთა განლაგებას მოყვა

ნოემ­ბრის მე­ო­რე ტესტ-მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი "დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ სა­მო­ას და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით - 19:20 და­მარ­ცხდა.

პირ­ველ ტა­ი­მი სა­მო­ამ 10:6 მო­ი­გო. მე­ო­რე ტა­ი­მი სა­მო­ელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო, სა­ჯა­რი­მო­თი ან­გა­რი­ში გა­ზარ­დეს. ამას "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის“ მრა­ვალ­ფა­ზი­ა­ნი შე­ტე­ვა, ჩა­უთ­ვლე­ლი ლელო, ტა­ბუ­ცა­ძის ლელო, აბ­ჟან­და­ძის გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი გარ­და­სახ­ვა და ვი­ზა­ვის მო­თა­მა­შის ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მოჰ­ყვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას სრუ­ლად ფლობ­და, მე­ტო­ქის მო­რაგ­ბეს წი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ა­ღე­ბი­ნეს, აბ­ჟან­და­ძემ კი სა­ჯა­რი­მო გა­მო­ი­ყე­ნა, მაგ­რამ დაც­ვის შეც­დო­მის შე­დე­გად სა­მოა ლელო-გარ­და­სახ­ვით წინ გა­ვი­და და გა­ი­მარ­ჯვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მო­ას მო­რაგ­ბე­ებ­მა მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე ტრა­დი­ცი­უ­ლი ჰაკა შე­ას­რუ­ლეს, ხოლო მათ სა­პა­სუ­ხოდ ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი მო­ე­დან­ზე ისე გან­ლაგ­დნენ, რომ ჯვრის ფორ­მა გა­მო­სა­ხეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­ნიშ­ნულს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

სტადიონზე ჯვრის ფორმის გამოსახვასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი "ფეისბუქზე" დააფიქსირა პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

"ძალიანაც მომეწონა, ძალიანაც მაგარია ჯვრის ფორმით დგომა! ძაანაც მაგრად მოუფიქრებია ვინც მოიფიქრა! სახელმწიფო დროშაზე ხუთი ჯვარი რომ გვაქვს გამოსახული, იქნებ იმაზეც შეიცხადოთ "აი ჯაან სვეცკებმა და პრადვინუტებმა". ჯვარი როდის აქეთ გახდა ქართველებისთვის მიუღებელი ძაან მაინტერესებს???