"ყველაფერი მორცხვი მისალმებით დავიწყეთ, ერთმა გაცნობამ ჩვენი ბედი შეცვალა" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი მორცხვი მისალმებით დავიწყეთ, ერთმა გაცნობამ ჩვენი ბედი შეცვალა"

სიყვარულზე მილიარდობით ისტორია დაწერილა, ბევრზე გვიტირია, გვიცინია და ჩვენთვის საუკეთესო სურათის წარმოდგენის სურვილით, ალბათ, რამდენჯერმეც გადაგვიკითხავს თავიდან. დროა, კიდევ ერთ საოცარ სიყვარულის ისტორიაზე ვისაუბროთ, რომელიც, როგორც ამბობენ, სამეფო ოჯახის “სიყვარულებს” შორის, ყველაზე გულწრფელი და ძლიერი სიყვარულია. საზოგადოება ხშირად საუბრობს, რომ პრინცი კარლ ფილიპის თვალებში ყოველთვის ციმციმებს ნაპერწკალი, რომელიც პრინცესა სოფიას გაცნობის შემდეგ აღარასდროს ჩამქრალა.

ეს ზღაპრული ისტორია 2010 წელს დაიწყო, როდესაც პრინცი კარლი და პრინცესა სოფია სავახშმოდ ერთსა და იმავე რესტორანს ეწვივნენ. საბედნიეროდ, მათი მეგობრები ერთმანეთს იცნობდნენ და ნაცნობი სახის დანახვაზე შეგებებულმა მეგობრებმა მომავალი ცოლ-ქმარი ერთმანეთს გააცნეს.

“ყველაფერი მორცხვი მისალმებით დავიწყეთ, ერთმა გაცნობამ ჩვენი ბედი შეცვალა”, - თქვა პრინცმა ნიშნობის ცერემონიაზე.

foto-1668757810.jpg

სოფია უბრალო ოჯახიდან გამოსული გოგო იყო, სამოდელო კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა, ფიტნესი, იოგა და ჯანსაღი ცხოვრება აინტერესებდა. მცირე ხანი სამხრეთ აფრიკაში მოხალისედ მუშაობდა და დიდს, განსაკუთრებულს, არაფერს გეგმავდა. იმ საღამოს ერთმანეთის უეცარმა გაცნობამ როგორც კარლს, ასევე - სოფიას ახალი საფიქრალი გაუჩინა. კარლი მომხიბვლელი სოფიათი დაინტერესდა და ახალი სამეფო სასიყვარულო რომანიც დაიწყო.

პრესა წერდა, რომ შვედეთის მომავალი პრინცესა სკანდალური ფოტოებით არა ერთხელ დაბეჭდილა ჟურნალ-გაზეთების ყდაზე. მისი კარიერა სამეფო ოჯახისთვის შეუფერებელი იყო, თუმცა, საბედნიეროდ, წყვილის სიყვარულს წინ ვერც ერთი ტაბლოიდი ვერ გადაუდგა და კარლმა სოფია ჯერ მთელ შვედეთს, შემდეგ კი, ვახშამზე, სამეფო ოჯახს გააცნო.

“როდესაც სოფია ოჯახს გავაცანი, ყველამ სიხარულით მიიღო, ჩაეხუტნენ და თბილი დახვედრა მოუწყვეს”, - თქვა კარლმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

foto-1668758441.jpg
Getty Images

ყვითელი პრესა წერდა, რომ სოფიას ოჯახთან შეხვედრა მხოლოდ გარედან ჩანთა ლამაზი, მომავალი პრინცესა ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ადგილს სამეფო ოჯახში ნამდვილად იმსახურებდა.

“ახლა დროა, ყველამ შეიცვალოს აზრი სოფიას შესახებ, ის კეთილი, საყვარელი, მომხიბვლელი და საოცრად ჭკვიანია, გვჯერა, რომ შვედეთის მთელი ერი მას ჩვენსავით შეიყვარებს”, - ამბობდნენ სამეფო ოჯახის წევრები.

სამეფო ოჯახთან ვახშმობამ იმდენად კარგად ჩაიარა რომ 35 წლის კარლმა მოულოდნელად, დილით, სოფიას ხელი სთხოვა, მომავალი პრინცესას პასუხიც, რა თქმა უნდა, დადებითი იყო.

“ღამე მეღვიძებოდა, ოთახში დავდიოდი და ვნერვიულობდი, არ ვიცი, სოფიას შემჩნეული ვყავდი თუ არა, მინდოდა, ყველაფერი სიურპრიზი ყოფილიყო”, - თქვა პრინცმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

foto-1668758537.jpg
Princess Sofia and Prince Carl Philip. PHOTO: FREDRIK SANDBERG/TT/SHUTTERSTOCK

2014 წლის 27 ივნისს სამეფო წყვილის ოფიციალური ნიშნობა შედგა.

“დარწმუნებით დავაანონსე ჩვენი ნიშნობა, სოფია ყველაფერში მხარში მედგა, ვიცოდი, ჩვენ გუნდი ვიყავით, თანაც - ძალიან კარგი გუნდი”, - ამბობს პრინცი.

ქორწილის წინა ღამეს სამეფო წყვილს მეგობრებისა და ნათესავების ვიწრო წრეში დახურული წვეულება ჰქონდა, წვეულება კერძო იახტაზე გადაიხადეს, ეს იყო “ქორწილის წინა” ბოლო თავისუფალი წვეულება, რეგალიებისა და სამეფო წესების გარეშე.

მეორე დღეს სამეფო ქორწილი შედგა.

foto-1668757878.jpg
IAN GAVAN/GETTY

2015 წლის 13 ივნისი - ეს თარიღი შვედეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში ჩაიწერა - პრინც კარლსა და სოფიას სტოკჰოლმში, ჩაპელის ეკლესიაში დიდი რელიგიური ცერემონია ჰქონდათ. პრინცესას შვედი დიზაინერის კაბა ეცვა, რომელიც სწორედ მისთვის ქორწილამდე ხელით შეიქმნა. ცერემონიის დასრულების შემდეგ, როდესაც სამეფო ფორმალობები დასრულდა, ტელევიზიებისა და ათასობით ხალხის წინაშე პრინცმა პირველად აკოცა სოფიას და ის ოფიციალურად მეუღლედ გამოაცხადა.

foto-1668757936.jpg
STEFAN JERREVANG/ZUMA

4 თვეში შვედურმა მედიამ დაწერა, რომ სოფია პირველი შვილის მოლოდინში იყო. სამეფო ოჯახი სიახლეს არ ავრცელებდა, მანამ, სანამ 31 წლის პრინცესას მუცელი შესამჩნევად არ დაეტყო. ორსულობა დადასტურდა, თუმცა სქესზე არაფერი ისმოდა. პრინცესამ ამერიკელ ჟურნალისტს გაუმხილა, რომ სქესი არავინ იცოდა მომავალი ბავშვის ვინაობა, როგორც მათთვის, ასევე - მთელი მსოფლიოსთვის სიურპრიზი იყო. 19 აპრილს სამეფო ოჯახში ბიჭი გაჩნდა. მშობიარობას პრინციც ესწრებოდა. რამდენიმე კვირაში წყვილმა პატარა ალექსანდერი მსოფლიოს გააცნო.

foto-1668758058.jpg
ANDREAS RENTZ/GETTY

დედოფალ ვიქტორიას 40 წლის იუბილეზე სოფიამ დედობაზე, დიდ გრძნობასა და განცდებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ოჯახი არაფერია, თუ არა არის იქ ერთიანობა. პრინცი კარლი ალექსანდერის გაზრდაში ისევეა ჩართული, როგორც - სოფია. მაშინ პრინცესას წამოსცდა, რომ ისინი თავიანთი შვილებისთვის სამაგალითო მშობლები იქნებიან, თუმცა წყვილს მაშინ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა და ეჭვი გაჩნდა, რომ სოფია მეორე ბავშვსაც ატარებდა მუცლით. მართლაც, მალევე, სამეფო ოჯახში მეორე ბავშვის მოლოდინიც დაიწყო.

foto-1668758355.jpg
Getty Images

“გახარებულები ვართ, გამცნოთ, რომ პრინც ალექსანდერს დედმამიშვილი ეყოლება. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი ოჯახის ახალ წევრს”, - დაწერა სამეფო წყვილმა სოციალურ ქსელში.

2017 წლის სექტემბერში სამეფო ოჯახში მეორე ვაჟი, გაბრიელი გაჩნდა, 2021 წელს კი ოჯახს კიდევ ერთი ბიჭი - ჯულიენი შეემატა.

foto-1668758147.jpg
© Getty Images

მსოფლიო ხშირად საუბრობს სოფიასა და კარლის საოცარ სიყვარულზე, მათ დამოკიდებულებაზე, როგორც ერთმანეთის, ისე - ხალხის მიმართ. როდესაც სტოკჰოლმში წყვილის დიდი ქორწილი გაიმართა, ხალხი ამბობდა, რომ ისინი საჯარო ქორწილში იყვნენ, თუმცა თავს ოჯახურ გარემოში გრძნობდნენ, ეს გარემო კი პრინცისა და პრინცესას სიყვარულით შექმნილი მყუდრო გარემო იყო.

foto-1668758221.jpg
© Getty Images

“იცით, კარლი ჩემი საუკეთესო მეგობარია, ის ადამიანია, რომელთანაც ყველაზე მეტს ვსაუბრობ. ვენდობი და მასთან თავს დაცულად ვგრძნობ”, - თქვა სოფიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

“შენ ჩემი ცხოვრება სიყვარულით შეავსე, ახლა დროა, სამყაროს ვანახოთ ჩვენი სიყვარული”, - თქვა კარლმა საქორწინო ცერემონიაზე, ფიცის წარმოთქმის დროს.

(სპეციალურად საიტისთვის)