სტამბოლში აფეთქებას ტერაქტად აფასებენ, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალმა განახორციელა - კვირის პალიტრა

სტამბოლში აფეთქებას ტერაქტად აფასებენ, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალმა განახორციელა

თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ტერორისტულ აქტად მიიჩნევს, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალმა განახორციელა, - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა.

„ჩვენი შეფასებით, ეს იყო ტერორისტული აქტი. თავდამსხმელმა, რომელიც წინასწარი მონაცემებით ქალია, მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - განაცხადა ფუატ ოქტაიმ.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა.

IPN