უკრაინელებმა მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე 179 დასახლება გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე 179 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული კვირის განმავლობაში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე 179 დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერმა, ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა,

მისივე თქმით, ამასთან, რუსები „აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს და საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობას მდინარის მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირზე“.

ნაზაროვის ინფორმაციით, რუსებს შავ ზღვაში 14 საბრძოლო ხომალდი ჰყავთ და ერთი რაკეტების გადამზიდი ჰყავთ, რომელიც გამოსაყენებლად მზად რვა ფრთოსანი რაკეტითაა აღჭურვილი.

IPN