დღეს მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა – 7 ფრაზა მწერლის ზღაპრებიდან - კვირის პალიტრა

დღეს მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა – 7 ფრაზა მწერლის ზღაპრებიდან

ასტრიდ ლინდგრენი ის მწერალია, რომელსაც ყველა პატარას ბებიას უწოდებენ. მის ზღაპრებზე თაობები გაიზრდა და თანამედროვე ბავშვებისთვისაც ახლობელი და ძვირფასია.

14 ნოემბერი ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. შვედი მწერალი 1907 წელს დაიბადა და 2002 წელს გარდაიცვალა.

“ასტრიდი ისეთი დედა კი არ იყო, რომელიც შვილს პარკში წაიყვანდა სასეირნოდ, თვითონ ხის სკამზე ჩამოჯდებოდა და შეხედავდა, როგორ თამაშობს. არა, ის შვილთან ერთად ჩაწვებოდა ქვიშაში, ამოიგანგლებოდა და მასავით ერთობოდა.” - იხსენებს მწერლის ქალიშვილი, კარენი.

"პეპი გრძელიწინდა", "კარლსონი", "ყაჩაღის ასული რონია", "ემილი ლიონებერგიდან", "ძმები ლომგულები", "მაწანწალა რასმუსი", - ეს ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გარეშეც ბავშვობა წარმოუდგენელია.

mshoblebi.ge ცოტა ხნით ბავშვობაში დაგაბრუნებთ. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრებიდან რამდენიმე გამონათქვამს:

***

– "სისულელეა, – წამოიძახა პეპიმ, – როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია " – "პეპი გრძელიწინდა".

***

– "დღეს ხომ დაბადების დღე არა გვაქვს, – თქვეს ბავშვებმა.პეპიმ გაკვირვებულმა შეხედა მათ და თქვა:– მაგრამ მე მაქვს დაბადების დღე. ნუთუ მე არ შემიძლია საკუთარ თავს იმით მივანიჭო სიამოვნება, რომ საჩუქრები მოგცეთ? იქნებ, თქვენს სახელმძღვანელოებში წერია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება?..." – "პეპი გრძელიწინდა"

14112022-1231-1668414829.55_REC.png

***

– "არა, არა, მე ამას არ შევჭამ – ეს რა არის: ერთი ღვეზელი და რვა სანთელი. უკეთესი იქნებოდა – რვა ღვეზელი… და ერთი სანთელი, აბა, რას იტყვი?– დამიჯერე, კარლსონ, ბედნიერება ღვეზელში არ არის…" – "სახურავის ბინადარი კარლსონი".

გააგრძელე კითხვა