"სააკაშვილი ციხეში იმყოფება და სასჯელს იხდის" - რას ამბობს კახა კალაძე სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ციხეში იმყოფება და სასჯელს იხდის" - რას ამბობს კახა კალაძე სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე?

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ გადაყვანა პარტიის გადასაწყვეტი არ არის.

მისი თქმით, არსებობს შესაბამისი უწყება, სადაც ყველა პატიმართან მიმართებით გადაწყვეტილებას იღებენ.

„ეს არ არის პარტიის გადასაწყვეტი. სააკაშვილი ციხეში იმყოფება და სასჯელს იხდის, არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს, რაც არის აუცილებელი პატიმრის ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე“,-განაცხადა კალაძემ.

IPN