ჰოსპიტალიზებულია თუ არა სერგეი ლავროვი - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო უწყება? - კვირის პალიტრა

ჰოსპიტალიზებულია თუ არა სერგეი ლავროვი - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო უწყება?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სიყალბეს უწოდებს.

„ეს, რა თქმა უნდა, სიყალბის მწვერვალია“,- ციტირებს Reuters-ი ზახაროვას.

მანამდე, გამოცემა Associated Press-მა ინდონეზიელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

IPN