ტიფანი ტრამპის გრანდიოზული ქორწილი ფლორიდაში - ვინ არის ექსპრეზიდენტის მილიარდერი სიძე და როგორ გამოიყურებოდა ივანკა დის ქორწილში? (ფოტოები) - კვირის პალიტრა

ტიფანი ტრამპის გრანდიოზული ქორწილი ფლორიდაში - ვინ არის ექსპრეზიდენტის მილიარდერი სიძე და როგორ გამოიყურებოდა ივანკა დის ქორწილში? (ფოტოები)

დო­ნალდ ტრამ­პის შვი­ლი, 29 წლის ტი­ფა­ნი ტრამ­პი 25 წლის მი­ლი­არ­დერ მა­იკლ ბუ­ლოს­ზე და­ქორ­წინ­და. მდიდ­რუ­ლი ცე­რე­მო­ნია აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მარ-ა-ლა­გო­სის მი­წა­ზე, ფლო­რი­და­ში შედ­გა.

ოჯა­ხურ ფო­ტო­ზე, რო­მელ­შიც ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი პო­ზი­რე­ბენ, წყვილს გვერდს დო­ნალდ ტრამ­პი და ტი­ფა­ნის დედა, მსა­ხი­ო­ბი მარ­ლა მეპლზი უმ­შვე­ნე­ბენ. მარ­ლა, დო­ნალდ ტრამპს 1999 წელს გას­ცილ­და და მათ ერთი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. ტი­ფა­ნის და მარ­ლას Elie Saab-ის კა­ბე­ბი ემო­სათ.

ტი­ფა­ნი სა­კურ­თხევ­ლამ­დე მა­მამ მი­ა­ცი­ლა.ტი­ფა­ნის მეჯ­ვა­რე­ო­ბას მისი ნა­ხე­ვარ­და, ივან­კა ტრამ­პი უწევ­და. 41 წლის ივან­კა მე­უღ­ლე ჯარედ კუშ­ნერ­თან და 3 მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და ცე­რე­მო­ნი­ას.

წყვი­ლი 2021 წელს და­ი­ნიშ­ნა. ბუ­ლოს­მა ტი­ფა­ნის 1.2$ მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 13-კა­რა­ტი­ა­ნი ბრი­ლი­ან­ტის ბეჭ­დით სთხო­ვა ხელი. ფოტოები იხილეთ ambebi.ge-ზე