"მიხეილ სააკაშვილი 83 კილოა, რაც მისთვის კატასტროფაა" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი 83 კილოა, რაც მისთვის კატასტროფაა"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ადვოკატებს რამდენიმე წუთში გადასცემენ სააკაშვილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლების შედეგებს.

როგორც მან, სააკაშვილის მონახულების შემდეგ „ვივამედში“ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი „ვივამედში“ დღეს შეიკრიბება.

„მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ, დღეს უნდა გაიმართოს კონსილიუმი. დილით უთხრეს, რომ დღეს შედგება.

რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც რესპუბლიკურ კლინიკაში ჩაუტარდა, რამდენიმე წუთში გადმოგვეცემა და ამერიკელ ექსპერტთან გადავაგზავნით. ჯერ კვლევა არ გვინახავს. 83 კილოა, რაც მისთვის კატასტროფაა. ვთხოვე, რომ ყოველდღე მოხდეს წონის გასინჯვა“, - აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

IPN