"დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის პარტია, რომელშიც მე ვიყავი" - კვირის პალიტრა

"დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის პარტია, რომელშიც მე ვიყავი"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი ლი­დე­რი მაია ნა­დი­რა­ძე, დიდი ხა­ნია რაც პარ­ტი­ა­ში აღარ არის. რო­გორც ის "ტვ პირ­ველ­თან“ სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, ბო­ლოს პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბას 2018 წელს და­ეს­წრო და ის შეც­ვლი­ლი დახ­ვდა. ნა­დი­რა­ძის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უშ­ვებ­და შეც­დო­მებს, ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი და­ნა­შა­უ­ლებს სჩა­დის, ოპო­ზი­ცია კი მისი დღის წეს­რი­გით მოქ­მე­დებს...

მაია ნა­დი­რა­ძე:

"დიდი ხა­ნია, რაც პარ­ტი­ას­თან კავ­ში­რი არ მაქვს. ერთი რამ, მინ­და, ყვე­ლამ იცო­დეს, რომ დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აღარ არის ის პარ­ტია, რო­მელ­შიც მე ვი­ყა­ვი. ეს არის პარ­ტია, რო­გორც ყვე­ლა სხვა... მე მის არ­ცერთ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ მაქვს, კარ­გი გოგო-ბი­ჭე­ბი არი­ან, პატ­რი­ო­ტე­ბი და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აკე­თე­ბენ იმას, რაც შე­უძ­ლი­ათ. ადრე პარ­ტი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ავან­გარ­დში, მათ უნ­დო­დათ კარგ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა... შეც­დო­მა და­უშ­ვი­ათ, მაგ­რამ შეც­დო­მა და და­ნა­შა­უ­ლი სხვა­დას­ხვა რა­მეა.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მა ის არის, რომ შეც­დო­მას და და­ნა­შა­ულს ერთ სიბ­რტყე­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც ჰქონ­და შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ არა და­ნა­შა­უ­ლე­ბი. ბო­ლოს 2018 წელს ვი­ყა­ვი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყრი­ლო­ბა­ზე...

ეს იყო ზო­მი­ერ, წო­ნი­ა­ნი, გო­ნი­ე­რი პარ­ტია. მო­დით, ვთქვათ, ერთი გირ­გვლი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ვი­ძა­ხოთ ამ­დენ ხანს... ვა­ღი­ა­რეთ ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინ­სტან­ცი­ით, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რო­გორც კა­ნო­ნით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. არა, უნდა ჩა­მო­გეხრჩოთ, სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა და­გე­კი­დათ ფე­ხე­ბი­თო... მო­თხოვ­ნა იყო ეს. მას მერე რამ­დე­ნი ასე­თი რამ მოხ­და, მაგ­რამ იმა­ზე ხალ­ხი ასე არ რე­ა­გი­რებ­და. ახლა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გახ­და ზო­მი­ე­რი, წო­ნი­ა­ნი, გო­ნი­ე­რი პარ­ტია და ახლა ის ხალ­ხი, ვინც მათ­გან ითხოვ­და ზო­მი­ე­რე­ბას, ახლა ითხოვს რე­ვო­ლუ­ცი­ას. დღეს პარ­ტი­ა­ში არის ხალ­ხი, რო­მელ­საც არ აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა, რაც ხდე­ბო­და იმ ცხრა წელ­ში, რო­დე­საც რე­ფორ­მე­ბი ტარ­დე­ბო­და და შეც­დო­მე­ბიც იყო. შიგ­ნი­დან უნდა გრძნობ­დე ამას. სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია პარ­ტი­ა­ში ასე­თი და გავ­ლე­ნა არ აქვთ. ის ვინც არის პარ­ტი­ის ავან­სცე­ნა­ზე, მათ სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ხალ­ხს ეს არ მოს­წონს, ელო­დე­ბა იმას, რაც იყო 2004-ში, 2008-ში, 2010-ში. მე რა­საც ვუ­ყუ­რებ, ცხრა წე­ლია თავ­ზე ნა­ცარს იყ­რი­ან და შეც­დო­მებ­ზე ბო­დი­შებს იხ­დი­ან, ამ დროს აქეთ მხა­რეს და­ნა­შა­უ­ლე­ბი ხდე­ბა. მეს­მის, რომ 2003-2004 წლის მოვ­ლე­ნებს ვერ გა­ი­მე­ო­რე­ბენ... ვნა­ხეთ, ბე­ლა­რუს­ში ნა­ხე­ვა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­რეთ იყო და რე­ვო­ლუ­ცია ვერ მო­ახ­დი­ნეს, მაგ­რამ რა­ღაც სხვა სჭირ­დე­ბა. ის ლი­დე­რი გა­მარ­ჯვე­ბას უნდა ხე­დავ­დეს... არ­სე­ბობს გზე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აი­ძუ­ლო, რომ მისი დღის წეს­რი­გი შეც­ვა­ლო. დღეს მათი დღის წეს­რი­გით ცხოვ­რობს ოპო­ზი­ცია. დღის წეს­რიგს თუ არ შე­უც­ვლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მუდ­მი­ვად წა­გე­ბის რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბი".

ambebi.ge