ოლივერ ვარჰეიმ ის პროექტები დაასახელა, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი საქართველოში გეგმავს - კვირის პალიტრა

ოლივერ ვარჰეიმ ის პროექტები დაასახელა, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი საქართველოში გეგმავს

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ ის პროექტები დაასახელა, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი საქართველოში გეგმავს.

როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგეგმება საქართველოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მოხნა, როგორც ინტერნეტის, ასევე ელექტროენერგიის მიმართულებით და შავ ზღვაში პორტების განვითარება.

„ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომელიც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არის ფლაგმანური. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ელექტროენერგიის შავი ზღვის კაბელი, რომელიც მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება ამ ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტი არის შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი, რომელიც ჩახსნის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ინტერნეტ კავშირის ნაწილშიც უშუალოდ ევროპასთან. ეს არა მხოლოდ კერძო კავშირებია, არამედ ეკონომიკას სჭირდება ასეთი პირდაპირი კავშირი. ასევე არსებობს დაკავშირება როგორც სატრანსპორტო მიმართულებით შავი ზღვის გავლით, ასევე საუბარი გვაქვს პორტების განვითარებაზე, საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრად მეტი პროექტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირისგან“, - განაცხადა ევროკომისარმა.