"სასწრაფოდ არის საოპერაციო, გამოსაცვლელია ძვალი. არ ვიქნები თანახმა, რომ აქ გაკეთდეს ოპერაცია" - კვირის პალიტრა

"სასწრაფოდ არის საოპერაციო, გამოსაცვლელია ძვალი. არ ვიქნები თანახმა, რომ აქ გაკეთდეს ოპერაცია"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი მარცხენა ხელზე სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.

როგორც გიული ალასანია განმარტავს, თუ მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ოპერაციის ჩატარება დასჭირდება, თანახმა არ იქნება, რომ "ვივამედში" ჩაუტარდეს.

„თქვა იმ ადამიანმა ყველაფერი, რომ სასწრაფოდ არის საოპერაციო, გამოსაცვლელია ძვალი, ეს ყველაფერი თქვა და მივყვებით ამ გზას. მე არ ვიქნები თანახმა, რომ აქ გაკეთდეს ოპერაცია. არავითარ შემთხვევაში!"-აღნიშნავს გიული ალასანია.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, რასაც გაუსაძლისი ტკივილები ახლავს.

"ინტერპრესნიუსი"