"ბოლო წამ­ზე თქვენც ნა­ხეთ, რა მოხ­და" - რას წერს თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ბოლო წამ­ზე თქვენც ნა­ხეთ, რა მოხ­და" - რას წერს თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში?

14 ნო­ემ­ბერს, კა­ლათ­ბურთში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი იტა­ლი­ის ეროვ­ნულ გუნდს და­უ­პი­რის­პირ­და. შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სი არე­ნა­ზე შედ­გა და მატ­ჩი იტა­ლი­ე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით - 84-85 დას­რულ­და. ბოლო წა­მებ­ზე ჩვე­ნი გუნ­დის კა­პი­ტანს, თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას შან­სი ჰქონ­და, რომ ბურ­თი კა­ლათ­ში მო­ე­თავ­სე­ბი­ნა, თუმ­ცა ეს ვერ მო­ხერ­ხდა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შენ­გე­ლი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც და­წე­რა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ჩვე­ნი გუნ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შანსს ამ წა­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ინარ­ჩუ­ნებს.

"რთუ­ლია, ვი­სა­უბ­რო ასე­თი წა­გე­ბის შემ­დეგ. დაც­ვა­ში ისე ვერ ვი­თა­მა­შეთ, რო­გორც სამ­წვრთნე­ლო შტაბ­მა დაგ­ვა­ვა­ლა, მე­ტო­ქეს უფრო მეტი სამ­ქუ­ლი­ა­ნი ვას­რო­ლი­ნეთ, ვიდ­რე – ორ­ქუ­ლი­ა­ნი. წი­ნას­წარ ვი­ცო­დით, რომ ასე იქ­ნე­ბო­და, რად­გან ეს გუნ­დი სამ­ქუ­ლი­ა­ნებს ხში­რად ის­ვრის, ჩაგ­დე­ბა­ში კი ხელი ვერ შე­ვუ­შა­ლეთ.

ჩე­მით და­წყე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი და­კარ­გვა გვქონ­და. გარ­და ამი­სა, შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ ვიბ­რძო­ლეთ. ბოლო წამ­ზე თქვენც ნა­ხეთ, რა მოხ­და, ამის გამო მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ.

თუმ­ცა, ამით არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა, შემ­დე­გი ტური ჩვენს ხელ­შია.უკე­თე­სი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გვქონ­და, ვიდ­რე – პირ­ვე­ლი. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შან­სი ისევ გვაქვს", - წერს შენ­გე­ლია.

"ინტერპრესნიუსი"