"უახლესი ამბები პოლონეთიდან ძალიან შემაშფოთებელია, ესტონეთი მზადაა დაიცვას ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი" - რას წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე"? - კვირის პალიტრა

"უახლესი ამბები პოლონეთიდან ძალიან შემაშფოთებელია, ესტონეთი მზადაა დაიცვას ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი" - რას წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე"?

უახლესი ამბები პოლონეთიდან ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

"ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა დაიცვას ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობაში ვართ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთთან”, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"