"ნატო-ს წევრის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების დარტყმა ძალიან სახიფათო ესკალაციაა კრემლის მხრიდან" - რას წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე"? - კვირის პალიტრა

"ნატო-ს წევრის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების დარტყმა ძალიან სახიფათო ესკალაციაა კრემლის მხრიდან" - რას წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე"?

ნატო-ს წევრის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების დარტყმა ძალიან სახიფათო ესკალაციაა კრემლის მხრიდან, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

"ლატვია სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მოკავშირე პოლონეთს და და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც პოლონეთი მიზანშეწონილად მიიჩნევს. რუსეთი აგებს პასუხს ყველა შედეგისთვის”, - წერს რინკევიჩსი.

ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"