"კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა სხვისი სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას" - კვირის პალიტრა

"კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა სხვისი სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას"

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე, კან­ცლე­რი, პრო­ფე­სო­რი კარ­ლო კო­პა­ლი­ა­ნი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, სტუ-ის აგ­რა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და ბი­ო­სის­ტე­მე­ბის ინ­ჟი­ნე­რინ­გის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ქვარ­ცხა­ვა, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ და სამ­ძი­მარს უცხა­დე­ბენ 13 ნო­ემ­ბერს, ქა­ლაქ ხა­შურ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტის, საბა გრი­გა­ლაშ­ვი­ლის ოჯახს.

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, მიმ­დი­ნა­რე წელს კი­დევ ერთი უმ­ძი­მე­სი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და. ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ქა­ლაქ ხა­შუ­რის მკვიდ­რი, 19 წლის ახალ­გაზ­რდა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის აგ­რა­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი - გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი­თა და სი­კე­თით აღ­სავ­სე საბა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა სხვი­სი სი­ცო­ცხლი­სად­მი გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რაც სა­ბე­დის­წე­რო შე­დე­გით დას­რულ­და. სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ საბა გრი­გა­ლაშ­ვი­ლის ოჯახს, ჩვე­ნი სტუ­დენ­ტის სა­ხელს კი მო­უ­შუ­შე­ბელ ია­რად ვი­ტო­ვებთ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­ძი­მარ­ში.

ცნო­ბის­თვის, 13 ნო­ემ­ბერს ხა­შურ­ში, ღა­მით სა­ბას მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. ახალ­გაზ­რდა ქვე­ი­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

IPN