CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა - კვირის პალიტრა

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი სამშაბათს კიევში იმყოფებოდა. ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებს შეხვდა. ინფორმაციას CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუშინ რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბით მიტანილი სარაკეტო იერიშებისა და მათ შორის კიევში განხორციელებული აფეთქებების დროს, ბერნსი აშშ-ის საელჩოში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.

კიევამდე, ორშაბათს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი თურქეთის დედაქალა ანკარაში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა.