"ძალიან გაჭირვებული და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა ვიპოვე" - ვინ არის იტალიელი, რომელმაც საქართველოზე ორი წიგნი დაწერა - კვირის პალიტრა

"ძალიან გაჭირვებული და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა ვიპოვე" - ვინ არის იტალიელი, რომელმაც საქართველოზე ორი წიგნი დაწერა

"ქართული კულტურის შესწავლა და გააზრება ჩემი ცხოვრების უდიდესი გატაცებაა. რადგან იტალიაში ქართველ ხალხს თითქმის არავინ იცნობდა, ქვეყანა ასოცირდება „ამერიკულ საქართველოსთან“ ან რუსეთთან, გადავწყვიტე დამეწერა წიგნები", - გვითხრა ფრანჩესკო ტრეჩიმ, რომელიც მალე საქართველოს შესახებ მესამე წიგნს გამოსცემს... ფრანჩესკო იტალიიდან გვესაუბრა თავისი მეორე სამშობლოს დიდ სიყვარულზე...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

306806473-4022237461334815-3743485692447597240-n-1668582230.jpg

"საქართველო 22 წლის წინ აღმოვაჩინე, იტალიური ჟურნალის წყალობით. რეპორტიორი წერდა, რომ საქართველო იყო ულამაზესი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა უძველესი ენა და ანბანი. ის ასევე წერდა, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ერია. მას შემდეგ შეყვარებული ვარ თქვენს ქვეყანაზე..."

"ქართული ძალიან რთულია. ჯერ ანბანი უნდა ისწავლო და შემდეგ გრამატიკა, მაგრამ ქართული ენა და კულტურა ისე მიყვარს, რომ ამ სიძნელეს ვერ ვგრძნობ! ქართული ენის შესწავლა უფრო ადრე რომ დამეწყო, ეს საქართველოსა და ქართველი ერის უკეთ გაცნობაში ძალიან დამეხმარებოდა..."

307651813-1739247196440637-6415281900158572169-n-copy-1668582256.jpg

"საქართველოში სულ ექვსჯერ ვიყავი და ისევ დავბრუნდები... თითქმის ყველა რეგიონში ვარ ნამყოფი. ესენია: ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამცხე, აჭარა, გურია, სამეგრელო, ყაზბეგი... 3 საყვარელი ადგილი მაქვს: რუსთაველის გამზირი თბილისში, ალავერდი კახეთში და ბაგრატის ტაძარი - ქუთაისში..."

"ჩემი მეუღლე იტალიელია, ვალენტინა ჰქვია. გვყავს ორი ქალიშვილი. უფროსი, კლოე 7 წლისაა, ხოლო ჯორჯია - 4-ის. ჩემს მეორე ქალიშვილს, ჯორჯიას ეს სახელი ნამდვილად, საქართველოს სიყვარულის გამო შევარქვი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 17 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე