რატომ გაუქმდა დიდი ბრიტანეთის პრემიერსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის დაგეგმილი შეხვედრა? - კვირის პალიტრა

რატომ გაუქმდა დიდი ბრიტანეთის პრემიერსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის დაგეგმილი შეხვედრა?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „დაუნინგ სტრიტი“ მიზეზად პოლონეთის მოვლენების შედეგად ლიდერების განრიგის ცვლილებას ასახელებს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის პირველ პირებს შორის შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში უნდა გამართულიყო.