"ჩვილმა თით­ზე ხელი მომ­კი­და და მაგ­რად მო­მი­ჭი­რა" - სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ 22 წლის წინ გაშვილებული და იპოვა - კვირის პალიტრა

"ჩვილმა თით­ზე ხელი მომ­კი­და და მაგ­რად მო­მი­ჭი­რა" - სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ 22 წლის წინ გაშვილებული და იპოვა

რუ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის სუ­პერ­მო­დელ­მა ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვამ 22 წლის შემ­დეგ და, სა­ხე­ლად - ჯენა, იპო­ვა. ნა­ტა­ლი­ამ თა­ვი­სი ოჯა­ხის ამ­ბა­ვი ამე­რი­კუ­ლი Vogue-ს დე­კემ­ბრის ნომ­რის­თვის უამ­ბო. ინ­ტერ­ვი­უს ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე გავ­რცელ­და...

გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ვო­დი­ა­ნო­ვამ გა­იხ­სე­ნა რუ­სეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა, რო­დე­საც ოჯა­ხი ხში­რად შიმ­ში­ლობ­და. გო­გო­ნა დე­დას­თან და ორ დას­თან ერ­თად 20 კვ.მ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. ოჯა­ხი ცხოვ­რე­ბის მძი­მე ეტა­პებს გა­დი­ო­და - გო­გო­ნე­ბი მა­მამ მი­ა­ტო­ვათ და მათ­დახ­მა­რე­ბა­ზე უარი თქვა. ვო­დი­ა­ნო­ვას ერთ-ერთი და, ოქ­სა­ნა, ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. თა­ვად ნა­ტა­ლია ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე მუ­შა­ობ­და ბა­ზარ­ში, რათა საკ­ვე­ბის ფული გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა.

2000 წელს ლა­რი­სას, ნა­ტა­ლი­ას დე­დას, კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა - თა­ვად მო­დე­ლი იმ დროს 18 წლის იყო. ნა­ტა­ლი­ამ დე­დას შე­თა­ვა­ზა, რომ უმ­ცრო­სი და, მაშა, გა­ეშ­ვი­ლე­ბი­ნათ, რად­გან მას არ სურ­და პა­ტა­რა­საც უფ­რო­სი დე­ბის ბედი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. გო­გო­ნა მდი­დარ­მა წყვილ­მა იშ­ვი­ლა და აშშ-ში ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში წა­იყ­ვა­ნა.

"მან თით­ზე ხელი მომ­კი­და და მაგ­რად მო­მი­ჭი­რა", - იხ­სე­ნებს ნა­ტა­ლია თა­ვის პირ­ველ შეხ­ვედ­რას ჩვილ დას­თან.

"ის უკვე ისე­თი მებ­რძო­ლი იყო. და ამ ემო­ცი­ურ მო­მენ­ტში მას დავ­პირ­დი, რომ ისევ შევ­ხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს".

მე­ო­თხე შვი­ლის გაშ­ვი­ლე­ბის შემ­დეგ ვო­დი­ა­ნო­ვას დედა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მაგ­რამ სუ­პერ­მო­დელ­მა, რომ­ლის ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, და­არ­წმუ­ნა, რომ ასე უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. გააგრძელეთ კითხვა