"ვერსად დავტოვე და შეხვედრაზე წამოვიყვანე... შეწყვიტეთ, თუ ვინმე ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ვინმეს ხელს შეუშლის" - კვირის პალიტრა

"ვერსად დავტოვე და შეხვედრაზე წამოვიყვანე... შეწყვიტეთ, თუ ვინმე ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ვინმეს ხელს შეუშლის"

დე­დე­ბის ნა­წი­ლის­თვის შვი­ლის აღ­ზრდას­თან ერ­თად სამ­სა­ხუ­რის შე­თავ­სე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი გვან­ცა ბუ­ჯი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს და გვაჩ­ვე­ნებს, რომ საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ზეც კი შე­იძ­ლე­ბა ია­როთ პა­ტა­რას­თან ერ­თად.

გვან­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ პა­ტა­რა ალექ­სან­დრე ვერ­სად და­ტო­ვა, ამი­ტომ შეხ­ვედ­რა­ზე წა­იყ­ვა­ნა:

"ბავ­შვთან ერ­თად ვერ წა­ვალ საქ­მე­ზე - არა­ფერს და­მაც­დის, სირ­ცხვი­ლია, ვინ­მეს შე­ა­წუ­ხებს…დღეს ალექ­სან­დრე ვერ­სად დავ­ტო­ვე, ამი­ტომ შეხ­ვედ­რა­ზე წა­მო­ვიყ­ვა­ნე.ასე ბევ­რად უფრო მშვი­დად ვი­ყა­ვით მეც და ისიც.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში ჯერ კი­დევ თვლი­ან, რომ დე­დებს, რომ­ლებ­საც პა­ტა­რე­ბი ჰყავთ, მუ­შა­ო­ბა­ში ხელი ეშ­ლე­ბათ, ან რა­ი­მე არ შე­უძ­ლი­ათ.მე კი გე­ტყვით, რომ ჩვენ, დე­დე­ბი, რომ­ლებ­საც პა­ტა­რე­ბი გვყავს და თან, არა­სო­დეს ვჩერ­დე­ბით თქვენ­ზე მე­ტად ძლი­ე­რე­ბი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე­ნი ვართ!

შე­წყვი­ტეთ, თუკი ვინ­მე ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი შვი­ლი ვინ­მეს ხელს შე­უშ­ლის! რად­გან თუ რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნი ასე ფიქ­რობს, ის არც თა­ნამ­შრომ­ლად, არც დამ­საქ­მებ­ლად და მი­თუ­მე­ტეს, არც მე­გობ­რად არ გა­მოდ­გე­ბა არას­დროს.ბავ­შვე­ბი ხელს არ გვიშ­ლი­ან! ისი­ნი გვაძ­ლი­ე­რე­ბენ! ისი­ნი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია, რო­მელ­თა სწო­რად აღ­ზრდა და ყუ­რა­დღე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი საქ­მეა სხვა უამ­რავ საქ­მეს შო­რის!

P.s მად­ლო­ბა ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას სა­დაც ვმუ­შა­ობ, რომ მათ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში მე და ალექ­სან­დრეს არა­სო­დეს გვაქვს კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი მუ­შა­ო­ბის პრობ­ლე­მა", - წერს გვან­ცა ბუ­ჯი­აშ­ვი­ლი.