რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 წლის მოზარდის საქმეზე, რომლის თურქეთიდან გადმოსვენებასაც, კლინიკის დავალიანების გამო, ოჯახი დღემდე ვერ ახერხებდა - კვირის პალიტრა

რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 წლის მოზარდის საქმეზე, რომლის თურქეთიდან გადმოსვენებასაც, კლინიკის დავალიანების გამო, ოჯახი დღემდე ვერ ახერხებდა

13 ნო­ემ­ბერს, თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში 16 წლის მა­რი­ამ გო­გი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რი­ა­მი კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზით, ერთი თვის წინ მო­ა­თავ­სეს, სამ­წუ­ხა­როდ, მისი გარ­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მალე ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლი­და­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ი­ტყო, რომ ოჯახს კლი­ნი­კის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 44 ათა­სი დო­ლა­რი ჰქონ­დათ, რის გა­მოც, მიც­ვა­ლე­ბულს არ ატან­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა ოჯა­ხის ან­გა­რი­შის ნო­მე­რიც. ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი სოფო ჩიკ­ვი­ლა­ძე წერ­და:

"მე­გობ­რე­ბო, რო­გორც არას­დროს, გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა. სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ში ვართ - 44 000 დო­ლა­რი. თუ არ დავ­ფა­რეთ, არ გვა­ტა­ნენ ბავ­შვს. ესაა ჩვე­ნი მწა­რე რე­ა­ლო­ბა... მა­რი­ა­მი უნდა და­ვაბ­რუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­წა­ზე ეს ის მო­მენ­ტია, რო­დე­საც სი­ტყვებს ვე­ღარ ვპო­უ­ლობ უბ­რა­ლოდ, დაგ­ვეხ­მა­რეთ...“

ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა რო­გორც დღეს გა­ირ­კვა, სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ჩა­ერ­თვნენ.

"ხალ­ხო, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა თა­ნად­გო­მის­თვის აღარ და­რი­ცხოთ თან­ხა, მად­ლო­ბა პრე­მი­ერს და მად­ლო­ბა ელჩს, მად­ლო­ბა ჯან­დაც­ვას, სა­კონ­სუ­ლოს, ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს... უფა­ლი იყოს თქვე­ნი მფარ­ვე­ლი...“ - წერს მა­რი­ა­მის დედა რუს­კა ხუ­ციშ­ვი­ლი. (გააგრძელეთ კითხვა)