"ჯერ კი­დევ მგო­ნია, რომ სიზ­მა­რია, რომ­ლი­და­ნაც გა­მო­ვიღ­ვი­ძებ. ძალიან მიყვარს მიშა და სულ მეყვარება" - ექსკლუზიური ინტერვიუ მიშა გომიაშვილის მეუღლესთან - კვირის პალიტრა

"ჯერ კი­დევ მგო­ნია, რომ სიზ­მა­რია, რომ­ლი­და­ნაც გა­მო­ვიღ­ვი­ძებ. ძალიან მიყვარს მიშა და სულ მეყვარება" - ექსკლუზიური ინტერვიუ მიშა გომიაშვილის მეუღლესთან

12 სექ­ტემ­ბერს, ქარ­თულ­მა ხე­ლოვ­ნე­ბამ დიდი არ­ტის­ტი მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი და­კარ­გა. 61 წლის მსა­ხი­ო­ბი უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა. მის­მა წას­ვლამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ამ­წუხ­რა. "ჯერ კი­დევ მგო­ნია, რომ სიზ­მა­რია, რომ­ლი­და­ნაც გა­მო­ვიღ­ვი­ძებ, გა­მოვ­ფხიზ­ლდე­ბი და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ნამ­დვი­ლე­ში არ მომ­ხდა­რა", - ამ­ბობს ambebi.ge - სთან მისი მე­უღ­ლე ქეთი კა­ლან­და­ძე.

ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რია, წლე­ბია, კი­ნო­ში მუ­შა­ობს და მე­უღ­ლეს­თან ერ­თა­დაც არა­ერთ პრო­ექ­ტზე უმუ­შა­ვია. ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი არ უყ­ვარს, სი­ა­მოვ­ნებს, როცა საყ­ვა­რელ საქ­მეს თა­ვის­თვის, მე­დი­ის და ყო­ველ­გვა­რი აფი­ში­რე­ბის გა­რე­შე აკე­თებს. არც ის უყ­ვარ­და, რო­დე­საც მე­უღ­ლე მას სად­მე ინ­ტერ­ვი­უ­ში ახ­სე­ნებ­და, თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და მი­შას დიდი სიყ­ვა­რუ­ლი რომ არა, ამ ინ­ტერ­ვი­უ­ზე არაფ­რით დაგ­ვთან­ხმდე­ბო­და. ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა.

- რა­საც ახლა გან­ვიც­დი, სი­ტყვე­ბით არ გად­მო­ი­ცე­მა, ცუ­დად ვარ, მაგ­რამ ამას არც ვამ­ბობ, ზოგ­ჯერ თავს ვერ ვი­კა­ვებ. არც მი­შას გა­უ­ხარ­დე­ბო­და, რომ ასე­თი ვე­ნა­ხე. თა­ვი­სი წას­ვლით გული ძა­ლი­ან მატ­კი­ნა. ჯერ კი­დევ მგო­ნია, რომ სიზ­მა­რია, რომ­ლი­და­ნაც გა­მო­ვიღ­ვი­ძებ, გა­მოვ­ფხიზ­ლდე­ბი და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ნამ­დვი­ლე­ში არ მომ­ხდა­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ არის. ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ვცდი­ლობ, ცხოვ­რე­ბა გან­ვაგ­რძო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მიშა და სულ მეყ­ვა­რე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს მისი სიყ­ვა­რუ­ლი მა­კე­თე­ბი­ნებს.

...უხა­რო­და, როცა რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, შემ­დგა­რი ვი­ყა­ვი, საქ­მე მქონ­და, ამით ამა­ყობ­და... მოკ­ლედ, არ ვყრი ყუ­რებს, მერე ამ დე­და­მი­წა­ზე მარ­ტოც ხომ არ ვარ, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მე­გო­ბა­რი მი­ყუ­რებს, არი­ან შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, არის ცხოვ­რე­ბა და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. შენს ნა­ჭუჭ­ში ჩა­ი­კე­ტო, ეს რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა?! არა­და, მი­შას გა­რე­შეც რო­გორ უნდა ვიყო?! ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე დავ­რჩი...

14 ოქ­ტომ­ბერს რა­ღაც პრო­ექ­ტზე ერ­თად უნდა გვე­მუ­შა­ვა, ვემ­ზა­დე­ბო­დი და 11 სექ­ტემ­ბერს სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა დაგ­ვჭირ­და. სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში თა­ვის ფე­ხით ჩაჯ­და. მეც მივ­ყვე­ბო­დი. მე­გო­ნა, გა­დას­ხმე­ბი და გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა და 14-ში უკვე კარ­გად იქ­ნე­ბო­და.12-ში, გამ­თე­ნი­ი­სას კი უკვე აღარ იყო...

- ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა... ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და ხოლ­მე, ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დენ­ჯე­რაც შე­მიყ­ვარ­და, იმ­დენ­ჯერ ის ადა­მი­ა­ნი ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე, ქეთი კი ჩემი ბოლო სიყ­ვა­რუ­ლი­აო... ფაქ­ტობ­რი­ვად, ასეც აღ­მოჩ­ნდა...

- ერ­თად ყოფ­ნის მე­თორ­მე­ტე წელი და­ი­წყო... სულ ვამ­ბობ, რომ ჩვე­ნი და­წყვი­ლე­ბა უფალ­მა ინე­ბა. ისე მე­ცი­ნე­ბო­და იმა­ზე, რომ ატყდე­ბო­და ხოლ­მე ამ­ბა­ვი, მე­რამ­დე­ნე ცო­ლია?.. რაში მა­ინ­ტე­რე­სებს მე­რამ­დე­ნე? ეს მე-100 ხა­რის­ხო­ვა­ნია. მთა­ვა­რი ჩემი და მისი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო...

- ვიდ­რე თქვე­ნი მთა­ვა­რი შეხ­ვედ­რა შედ­გე­ბო­და. მა­ნამ­დე იც­ნობ­დით ბა­ტონ მი­შას?

- არა. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი "აგ­ვის­ტოს 5 დღე“ იყო, რენი ჰარ­ლი­ნის ფილ­მი, თუმ­ცა იქ შე­ხე­ბა არ გვქო­ნია, რად­გან უზარ­მა­ზა­რი წარ­მო­ე­ბა იყო. მას­ში ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტიც მას­შტა­ბუ­რად ჩა­ერ­თო. ყვე­ლას ჩვენ-ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებ­დით. მე, მა­გა­ლი­თად, პა­ტარ­ძლის კა­ბა­ზე, ქა­ლე­ბის ტან­საც­მელ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. მიშა ჩვენ­თან კოს­ტი­უ­მის მო­სა­ზო­მად მო­დი­ო­და... იქი­დან ზუს­ტად ერთ წე­ლი­წად­ში, ღმერ­თის ნე­ბით, ჩვე­ნი და­კავ­ში­რე­ბა მოხ­და. შედ­გა შეხ­ვედ­რა და ჩვე­ნი სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და­ი­წყო. შევ­ხვდით ფა­რა­ჯა­ნო­ვის ფილმზე "ყვე­ლა­ნი წა­ვიდ­ნენ“... გააგრძელეთ კითხვა