როგორ ცხოვრობენ ჩცდ-ის მსახიობები და რას ამბობენ სერიალის შესაძლო გაგრძელებაზ? - კვირის პალიტრა

როგორ ცხოვრობენ ჩცდ-ის მსახიობები და რას ამბობენ სერიალის შესაძლო გაგრძელებაზ?

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერ­თგულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა იცის, რომ სე­რი­ა­ლი დრო­ე­ბით და­პა­უ­ზე­ბუ­ლია. რო­გორც გან­მარ­ტა­ვენ, მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. რა გან­ცდა აქვთ დღეს, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ და რო­გო­რია იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ვის ცხოვ­რე­ბა­შიც ეს სე­რი­ა­ლი დიდი დო­ზით იყო? - ამის გა­სარ­კვე­ვად მთა­ვარ გმი­რებს და­ვუ­კავ­შირ­დით.

ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი:

- 11 წე­ლია, ეს სე­რი­ა­ლი გა­დის. და­მე­თან­ხმე­ბით, პა­ტა­რა დრო არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი იყო. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მინ­და, და­ვით გო­ცი­რი­ძე ისევ გან­ვა­სა­ხი­ე­რო. ჩემს გო­ნე­ბას, სხე­ულს ეს გმი­რი და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი ჰყავს. ამ პერ­სო­ნა­ჟის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის, მათ შო­რის, ფი­ნან­სუ­რი კუ­თხი­თაც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 11 წელი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვცხოვ­რობ­დი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა გე­ნატ­რე­ბათ?

- პარტნი­ო­რე­ბი, ქეთი დევ­და­რი­ა­ნის და­წე­რი­ლი ამ­ბე­ბი, მო­ლო­დი­ნი - ნე­ტავ რო­გორ მო­იქ­ცე­ვა დათო? ახა­ლი რა იქ­ნე­ბა, რისი გა­კე­თე­ბა მო­მი­წევს? მთე­ლი პრო­ცე­სი -სცე­ნა­რის წა­კი­თხვი­დან ეთერ­ში გას­ვლამ­დე, ყვე­ლა­ფე­რი მე­ნატ­რე­ბა.

- სე­რი­ალ­მა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გაგ­ხა­დათ. რო­გორც მსა­ხი­ობს, რა მოგ­ცათ "ჩცდ"-მ?

- ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, კა­მე­რას­თან, პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბის. კვი­რა­ში სამი სე­რია გა­დი­ო­და და დრო­ის ფაქ­ტო­რი იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პო­პუ­ლა­რო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა. როცა ვი­ღაც გხვდე­ბა, გი­ღი­მის და გე­უბ­ნე­ბა, რომ გი­ყუ­რებს, ეს მსა­ხი­ო­ბის­თვის სი­ცო­ცხლეა.

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი ხში­რად გა­ო­ცებ­დათ?

- სულ ვფიქ­რობ­დი, ამ კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში მეტი რაღა უნდა მოხ­დეს, კი­დევ რამ უნდა გა­მაკ­ვირ­ვოს?! მაგ­რამ მო­ვი­დო­და სცე­ნა­რი და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი შე­მო­დი­ო­და. კა­რან­ტი­ნის სე­რი­ებს სულ არ ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ უძ­ლი­ე­რე­სი გა­მო­ვი­და. ჩემი და ნი­ნას მო­ნო­ლოგს სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდ­ხანს გა­ნი­ხი­ლავ­და, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

არ ვი­ცით, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა. ძა­ლი­ან ბევ­რი წე­რი­ლი მომ­დის ემიგ­რან­ტე­ბის­გან. რო­გორც მწე­რენ, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" რომ გა­დი­ო­და, იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ერ­თად უყ­რებ­დნენ, სე­რი­ა­ლი მათი შეკ­რე­ბე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ყო­ფი­ლა. ჩემი მა­ყუ­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მად­ლო­ბა მათ მრა­ვალ­წლი­ა­ნი ერ­თგუ­ლე­ბის­თვის!

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა:

- ახლა იმ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რისი გა­კე­თე­ბაც სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. იმ დრო­ის დე­ფი­ციტს, რო­მე­ლიც მა­შინ მქონ­და, ვი­ნა­ზღა­უ­რებ. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სის და­პა­უ­ზე­ბა ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია: ხან არის, ხან - არა. გა­მარ­თლე­ბა იყო, რომ ამ­დე­ნი წელი სტა­ბი­ლუ­რად ვი­ღებ­დით, ვთა­მა­შობ­დით და ლო­გი­კუ­რად რომ ვი­ფიქ­როთ, ოდეს­ღაც ყვე­ლა­ფე­რი სრულ­დე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დაჭ­რით ვერ ვი­ტყვი, რომ დას­რულ­და.

"ნე­ტფ­ლიქ­სის" და სა­ზღვარ­გა­რე­თის სხვა ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სე­რი­ა­ლე­ბი რა­ღაც დრო­ის ინ­ტერ­ვა­ლით ჩერ­დე­ბა, შემ­დე­გი და შემ­დე­გი სე­ზო­ნი ხომ გა­მო­დის ხოლ­მე? ჩვენ ხომ მათი შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო არ ვი­ცით, რა და რო­გორ ხდე­ბა. ამ კუ­თხით თუ მი­ვუდ­გე­ბით, შე­იძ­ლე­ბა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბიც" გაგ­რძელ­დეს. მა­ყუ­რე­ბელს სე­რი­ა­ლი ენატ­რე­ბა. სა­დაც უნდა მი­ვი­დე, ყველ­გან მეს­მის, - ახალ სე­რი­ებს არ იღებთ? რო­დი­დან და­ი­წყე­ბა? ისი­ნი არ ით­ვლი­ან იმას, რომ ამ­დე­ნი წე­ლია, უყუ­რე­ბენ. სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნე­ბის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი გვყავ­და, ძა­ლი­ან მა­რა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამ სე­რი­ალ­ში თა­ო­ბა გა­ი­ზარ­და, 5 წლის ბავ­შვე­ბი რომ მო­ვიდ­ნენ, დღეს ისი­ნი 15-16 წლის გო­ნი­ე­რი მო­ზარ­დე­ბი არი­ან.

- რო­გორც მსა­ხი­ობს, ამ სე­რი­ალ­მა რა მოგ­ცათ?

- ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თავი სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­მე­ცა­და, მათ შო­რის, სტრე­სულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბის სირ­თუ­ლე და­მეძ­ლია.

- გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა გე­ნატ­რე­ბათ?

- ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

- ამ სე­რი­ალ­მა მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­გა­ნა­თე­სა­ვათ, არა?

- დიახ, ქეთა ორ­ბე­ლა­ძე (ტასო) ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­აა. ქეთა და გი­ორ­გი კარ­გი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მომ­წონს მათი აზ­როვ­ნე­ბა, ხედ­ვე­ბი, მიზ­ნე­ბი. ჩემი ეკ­რა­ნუ­ლი შვი­ლე­ბით ვა­მა­ყობ, დე­დუ­რი სი­ა­მა­ყე თუ მე­კუთ­ვნის (იცი­ნის). მათი დე­დე­ბი უფ­ლე­ბას მაძ­ლე­ვენ, რო­გორც მათ­მა დე­დამ, ვი­ა­მა­ყო. იხილეთ სრულად