"ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში" - კვირის პალიტრა

"ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში"

"ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურ ასამბლეაზე მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ რეზოლუცია, რომელიც ხვალ უნდა მიიღონ, იქნება მკაცრი და "ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას ზუსტად გადაიტანს დოკუმენტში".

"ვიმყოფები ლისაბონში, ევროპის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის, “ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკურ ასამბლეაზე. ენმ არის ამ პოლიტიკური ოჯახია წევრი.

აქ, ევროპაში, ყოველდღე, ყველა შეხვედრაზე, მათ შორის ერთმანეთისგან განსხვავებული ყველა პოლიტიკური ჯგუფი აღნიშნავს ერთის მხრივ იმ უკუსვლას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე ჩვენს ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის კურსის მიმართულებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთხმად აღნიშნავენ იმ ნებასა და მისწრაფებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ხვალ, დღის ბოლოს ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში.

ვფიქრობ, ხვალინდელი რეზოლუცია, რომელსაც ვიმედოვნებ, აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება წევრი სახელმწიფოების მხრიდან, კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დაადასტურებს დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების დამოკიდებულებას ივანიშვილის ოლიგარქატის მიმართ",- აღნიშნა მელიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"