გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10 ავტომობილი დაზიანდა - რა გახდა ავტოავარიის მიზეზი? - კვირის პალიტრა

გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10 ავტომობილი დაზიანდა - რა გახდა ავტოავარიის მიზეზი?

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.

IPN