რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიასა და მის შეყვარებულზე - კვირის პალიტრა

რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიასა და მის შეყვარებულზე

"ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსა და იტალიის ნაკრებების საკალათბურთო მატჩს თავის შეყვარებულთან ერთად დაესწრო.

ეს ამბავი შეუმჩნეველი არც იტალიურ მედიაში დარჩენილა.

calcionapoli24.it:

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშრებული შესვენებით ისარგებლა და არდადეგებს სამშობლოში, ოჯახთან ერთად ატარებს.

ის იტალიისა და საქართველოს მატჩს თავის შეყვარებულთან ერთად დაესწრო. ხვიჩა კალათბურთს შესანიშნავად თამაშობს, ამ სპორტის დიდი გულშემატკივარია და არ გაუშვა შანსი, საკუთარ ქვეყანაში ამ შეხვედრას დასწრებოდა.

მისი კუმირი "გოლდენ სტეიტის" კაპიტანი სტეფ კარია, რომლის სტილშიც აღნიშნა "ნაპოლიში" გატანილი პირველი გოლი.

AreaNapoli.it:

"ნაპოლიში" სეზონის შესანიშნავად დაწყების შემდეგ ხვიჩა სამშობლოში დაბრუნდა და დროს ოჯახთან ერთად დღე ატარებს.

ქართველი ვარსკვლავი 21 წლის შეყვარებულ ნიცა თავაძესთან ერთად საკალათბურთო მატჩს დაესწრო. კვარაცხელიას შეყვარებული თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და ის ფეხბურთელთან ერთად იტალიაში არ ცხოვრობს, თუმცა "მარადონას" სტადიონზე რამდენჯერმე შენიშნეს. გააგრძელეთ კითხვა