"ძალიან საყვარელი და კარგი ხასიათის გოგოა, ბრედს მოსწონს მასთან ერთად დროის გატარება“ - ვინ არის პიტის 29 წლის რჩეული? - კვირის პალიტრა

"ძალიან საყვარელი და კარგი ხასიათის გოგოა, ბრედს მოსწონს მასთან ერთად დროის გატარება“ - ვინ არის პიტის 29 წლის რჩეული?

ჰოლივუდის ვარსკვლავის ბრედ პიტის პირადი ცხოვრება მსახიობ ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგაც დიდ ინტერესს იწვევს. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, ცნობილ მსახიობს ახალი რჩეული ჰყავს.

გამოცემები ცოტა ხნის წინ წერდნენ, რომ პიტს რომანი ჰქონდა მოდელსა და მსახიობ ემილი რატაკოვსკისთან, თუმცა პაპარაცებმა ის სხვა ქალთან ერთად შეამჩნიეს.

ines111-48098-1668769770.jpg

როგორც აღმჩნდა, ბრედ პიტის რჩეული 29 წლის ინეს დე რამონია. პაპარაცებმა წყვილი ერთ-ერთ კონცერტზე შეამჩნიეს. უცხოური მედიის ცნობით, წყვილის რომანი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. როგორც მათი მეგობრები აღნიშნავენ, ისინი არ ჩქარობენ და ურთიერთობას სერიოზულ სახეს ჯერ არ აძლევენ.

bred-1668769770.jpg

„ინესი ძალიან საყვარელი და კარგი ხასიათის გოგოა, ბრედს მოსწონს მასთან ერთად დროის გატარება“, - აღნიშნა ერთ-ერთ მედიასთან წყარომ.

gettyimages-1174761310-640x963-1668769770.jpg

როგორც ცნობილია, ინესი არ არის შოუ ბიზნესის წარმომადგენელი, ის ფიტნეს ინსტრუქტორია. გოგონა აქამდე იმით იყო ცნობილი, რომ ის „ვამპირების დღიურის“ ერთ-ერთი მსახიობის - პოლ უესლის მეუღლე გახლდათ. ისინი სექტემბერში დაშორდნენ.