"ტომი და ჯერიში", კატას თუ თაგვს, ყურით რომ ბერტყავენ, ამის მოწყობა საკუთარი თავისთვის რა საჭირო იყო? " - რას ამბობს იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე? - კვირის პალიტრა

"ტომი და ჯერიში", კატას თუ თაგვს, ყურით რომ ბერტყავენ, ამის მოწყობა საკუთარი თავისთვის რა საჭირო იყო? " - რას ამბობს იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე?

ჩემი აზრით, დღევანდელი ინტერპელაცია ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იყო. „ტომი და ჯერიში“, კატას თუ თაგვს, ყურით რომ ბერტყავენ და ასე გაილახება, ამის მოწყობა საკუთარი თავისთვის რა საჭირო იყო? - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან ასევე სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

"მე ვთქვი, რომ მხოლოდ მე ვარ ერთადერთი შესაძლებლობა, ვისზეც შეიძლება ეს ხალხი შეთანხმდეს. დაძაბულობის რა გარემოც არსებობს, ნიშნავს იმას, რომ სხვაზე ვერავისზე შეთანხმდებიან... ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვაშაძის იმედად ვიყო ზოგადად, მაგრამ ეს არაფერ შუაშია ახლა. ვისზე შეიძლება შეთანხმდნენ? ოპოზიციური 3 კანდიდატი ვიცით, რომელზეც თქვეს, ხმას არ მივცემთო. "ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ამ თამაშში გადამწყვეტი უპირატესობა გააჩნია, თქვა, ამ 3 კანდიდატს მხარს არ დავუჭერთო. ამის შემდეგ რომელზე ვლაპარაკობთ, ვინ არის ის ადამიანი? რაც ვთქვი, მგონია, რომ მართალია და ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი სისულელე მგონია, იმიტომ არა, რომ ჩემში განსაკუთრებული უნარებია, უბრალოდ ასე დაჯდა ამ ჭადრაკის დაფაზე. იმ 3 კანდიდატის გარდა, ოპოზიციის მიერ ყველა "ქართული ოცნების“ კანდიდატებადაა გამოცხადებული და საყოველთაო მოწოდებაა, რომ ვინმე თუ მხარს დაუჭერს, ის ხალხი "ქოცებად“ გამოცხადდება. ოპოზიცია მჭირდება იმისთვის, რომ 100-ზე მეტი ხმა მივიღო. "სტრატეგია“ ჩემი აზრით, არ არსებობს, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, მათი ხმა მექნება, თუ არ მექნება.

ჩემი აზრით, დღევანდელი ინტერპელაცია ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იყო. არ ვიცი, მის მომწვევებს გნებავთ, განათლების მინისტრის ამბავში, გნებავთ, პრემიერ-მინისტრის ამბავში, საერთოდ, რა მიზანი ჰქონდათ? იქ ვიყავი დარბაზში, ხელისუფლებას რა და რისი შესრულება უნდა, ისედაც ვიცოდი, ახალს ვერაფერს მეტყოდნენ, შეიძლება ამან ვინმეზე სენსიტიურად იმოქმედა, მაგრამ ჩემზე ვერ იმოქმედებდა. „ტომი და ჯერიში“, კატას თუ თაგვს, ყურით რომ ბერტყავენ და ასე გაილახება, ამის მოწყობა საკუთარი თავისთვის რა საჭირო იყო?“ - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე განმარტებით, მსგავს მდგომარეობაში დღეს გიორგი ვაშაძე იყო.

"ვაშაძე იყო პირველი, რომელიც ამ როლში აღმოჩნდა, „ქართული ოცნება“ ამისთვის შესაბამისად იყო მომზადებული. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ დღეს ოპოზიციამ პრემიერი "გაპრესა"? განათლების მინისტრთან დაკავშირებით ნახეთ საერთოდ რა ხდებოდა? მადლობებს უხდიდნენ კაცს, რომელიც ვითომ "გასაპრესად" იყო დაბარებული... ეს რატომ იყო საერთოდ საჭირო, რატომ უნდა გაალახვინო თავი ასე, რატომ უნდა ითამაშო ის როლი, სადაც შენ გიბრახუნებენ და ასე იქცევ ყურადღებას? ვაშაძეს რამდენიც უნდა, იმდენი ურტყან და იყოს "გრუშის“ როლში, მაგრამ აქეთ მხარეს რომ ზიხარ და შენ მხარეს ხალხი მომზადებული არ არის სათანადოდ, იქ ადამიანებს უჭირთ გარჩევა, ვის უბრახუნებენ და ეს პროცესი მაზიანებს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე განმარტებით, საჭიროა, "რეალითი" პოლიტიკური შოუ.

"დიდი პოლიტიკური "რეალითი" შოუა მოსაწყობი „ქართულ არხებზე. ისედაც "რეალითი" შოუა, ოღონდ არაგულწრფელი. ახლა მოსაწყობია გულწრფელი", - განაცხადა ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"