"მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი..." - ბებიობა 37 წლის ასაკში, საინტერესო შემოქმედება და თაყვანისმცემლების არმია: ინტერვიუ ყველა დროის ულამაზეს ქალთან - კვირის პალიტრა

"მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი..." - ბებიობა 37 წლის ასაკში, საინტერესო შემოქმედება და თაყვანისმცემლების არმია: ინტერვიუ ყველა დროის ულამაზეს ქალთან

ყვე­ლა დრო­ის უმ­შვე­ნი­ე­რესს ქალ­ბა­ტონს კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვილს 15 ნო­ემ­ბერს იუ­ბი­ლე ჰქონ­და... თუ რო­გო­რია იხ­სე­ნებს წარ­სულს, რო­გო­რია მისი დღე­ვან­დე­ლო­ბა, ამის შე­სა­ხებ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა...

- 15 ნო­ემ­ბერს იუ­ბი­ლე გქონ­დათ... ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რას იტყო­დით, იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად ად­ვი­ლი, რო­გორც გა­რე­დან ჩანს ვარ­სკვლა­ვუ­რად?

- რა თქმა უნდა სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო და ამის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ვერც იქ­ნე­ბა... არ მიყ­ვარს ჩემი პრობ­ლე­მე­ბით ვინ­მეს დამ­ძი­მე­ბა... ვარ­სკვლა­ვი არც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვცხოვ­რობ­დი! ახლა მო­ი­გო­ნეს ეგ სი­ტყვა, თო­რემ ჩვენს დროს სულ იმას ვფიქ­რობ­დით, გვეშ­რო­მა, ბევ­რი წიგ­ნი წაგ­ვე­კი­თხა, კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და... ნატო ვაჩ­ნა­ძე და თა­მარ ცი­ციშ­ვი­ლი არ იბ­რა­ლებ­დნენ, ვარ­სკვლა­ვე­ბი ვარ­თო... ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ ყო­ფი­ლა ნა­ტო­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვი! სა­ზღვარ­გა­რეთ ამ წო­დე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ, იმი­ტო­მაც აქვს იქ აზრი, მერე ქველ­მოქ­მე­დე­ბა გა­წი­ონ, ბევ­რი სა­სი­კე­თო რამ გა­ა­კე­თონ.

kira2-1668844089.jpg

ჩვენ­თან ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი და ასე­ვე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ბევრ მათ­გან­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა­ზე ვყო­ფილ­ვარ. ვხე­დავ­დი, რო­გორ იტან­დნენ სი­ცი­ვეს, მძი­მე პი­რო­ბებს. რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძეს­თან ერ­თად ჯერ "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ზე" ვი­ყა­ვი, შემ­დეგ დათო ცინ­ცა­ძემ რომ - ნო­ვე­ლა სიყ­ვა­რულ­ზე გა­და­ი­ღო... ლი­კან­ში მი­ხა­ილ რო­მა­ნოვ­მა რომ სა­სახ­ლე აა­შე­ნა, ამ სა­სახ­ლე­ში გა­და­ღე­ბა იყო, იქა­უ­რო­ბა არ თბე­ბო­და, უზარ­მა­ზა­რი ჭერი იყო, ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბა და ამ ყინ­ვა­ში მოთ­მი­ნე­ბით ის­ხდნენ ეს გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ ჰქონ­დათ... "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის" გა­და­ღე­ბა­ზე სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით, ერო­სი გვერ­დით ფლი­გელ­ში იყო და ერთხელ რომ მი­ვე­დი, თოკი ჰქონ­და გაბ­მუ­ლი, ტან­საც­მელს იშ­რობ­და... ყვე­ლა სა­ოც­რად დახ­ვე­წი­ლი იყო... ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე მა­გა­ლი­თად როხ­რო­ხა იყო, მაგ­რამ უსაყ­ვარ­ლე­სი...

მას­ზე სა­სა­ცი­ლო ამ­ბავს გი­ა­ბობთ: მძღოლს გა­და­ღე­ბბ­ზე ცოტა გვი­ან მივ­ყავ­დი, იქ სა­ნამ კი­ნოს გა­და­ღე­ბე­ბი აე­წყო­ბო­და. ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულს რომ და­მი­ნა­ხავ­და, ყვი­რო­და - კი­რი­ლე მო­ვი­და ხალხნო, კი­რი­ლეო... ყვე­ლა გაშ­ტე­რე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და და გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, კი­რი­ლე არ ვარ-მეთ­ქი...გა­და­ღე­ბე­ბი რომ მორ­ჩა, ხალ­ხიც ცოტა და­ი­ფან­ტა, ვუ­თხა­რი, ზურა ძა­ლი­ან გთხოვ, კი­რი­ლე არ და­მი­ძა­ხო, ძა­ლი­ან კარ­გი სა­ხე­ლი მაქვს - კირა-თქო... დამ­პირ­და, აუ­ცი­ლებ­ლად შე­გის­რუ­ლებ თხოვ­ნას და აღარ და­გი­ძა­ხე­ბო... ცოტა ხნის მერე ისევ დიდ, მა­სი­ურ გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით და ხალ­ხში ისევ აყ­ვირ­და, ხალხნო კი­რი­ლე მო­ვი­დაო... ახლა სულ არ მი­ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამ­დი. ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბო­დი, მა­შინ სულ რა­ღაც 27 წლის ვი­ყა­ვი...

kira3-1668844090.jpg
კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი შვილ­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

ანაკ­ლი­ა­ში "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის გა­და­ღე­ბი­სას", უცებ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს ბუ­ღალ­ტე­რი­ამ ფული ვე­ღარ გად­მო­რი­ცხა, თბი­ლის­ში უნდა წახ­ვი­დე­თო და თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი აგ­ვი­ღეს... მე, ზურა ქა­ფი­ა­ნი­ძე, გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი თვითმფრი­ნა­ვით წა­მო­ვე­დით... ჩემს ჭკუ­ა­ში ზუ­რას არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რად­გან კი­რი­ლეს მე­ძახ­და... უცებ თვითმფრი­ნა­ვის პი­ლოტ­მა გა­მო­ა­ცხა­და, არ შე­გე­შინ­დეთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით, თვითმფრი­ნა­ვი გა­ფუჭ­და, მაგ­რად მო­ე­ჭი­დე­თო... წარ­მო­იდ­გი­ნეთ მა­მი­და - ნატო ვაჩ­ნა­ძე ხომ მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მეგ­რე­ლო­ში და­ი­ღუ­პა და ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან შიში ჩამ­რჩა. ნატა რომ მო­ას­ვე­ნეს, იმ დღეს სი­ცხე­მაც მომ­ცა, რად­გან მა­მი­და ჩემ­ზე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ­და... თვითმფრი­ნავ­ში შევ­ხე­დე ზურა რო­გორ იდგა და ეჭი­დე­ბო­და, რო­გორ წვა­ლობ­და... ვი­ფიქ­რე უკვე ვი­ღუ­პე­ბით-მეთ­ქი, ზუ­რას და­ვუ­ძა­ხე, გინდ კი­რი­ლე, რაც გინ­დო­დეს მე­ძა­ხე-მეთ­ქი... სა­ბედ­ნი­ე­როდ პი­ლოტ­მა თვითმფრი­ნა­ვი დას­ვა და რომ გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, იქვე სა­ხან­ძრო და სას­წრა­ფო იდგა.

ფოთ­ში დაგ­ვსვეს და არ­ცერ­თს ფული არ გვქონ­და მა­ტა­რე­ბელს რომ გა­მოვ­ყო­ლო­დით... ზუ­რამ თქვა აქ და­მე­ლო­დე­თო, იქ რეს­ტორ­ნის დი­რექ­ტო­რი მისი ახ­ლო­ბე­ლი ყო­ფი­ლა, ყვე­ლა წაგ­ვიყ­ვა­ნა, ძა­ლი­ან მში­ე­რე­ბი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. დაგ­ვა­პუ­რეს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სუფ­რა იყო, ახ­ლაც მახ­სოვს სა­ო­ცა­რი თევ­ზი გემო. იმ ქვეყ­ნად წას­ვლის ნაც­ვლად რომ ასეთ რეს­ტო­რან­ში აღ­მოვ­ჩნდით... რეს­ტორ­ნის დი­რექ­ტორ­მა მო­სას­ვე­ნებ­ლად ოთა­ხიც დაგ­ვით­მო და მერე მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თე­ბიც აგ­ვი­ღო. აი იქ იყო ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი მე­გობ­რო­ბის და მას­პინ­ძლო­ბის ნი­მუ­ში. ხომ ბევ­რი ცუდი ხდე­ბა, მაგ­რამ ასეთ­მა რა­მე­ებ­მა მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე!

- ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა - 37 წლის ასაკ­ში ბე­ბია გახ­დით...

- გა­და­სა­რე­ვი შეგ­რძნე­ბა იყო, მე­გო­ნა, ბავ­შვი მე გა­ვა­ჩი­ნე და სულ მინ­დო­და, ძუძუ მეჭ­მია. სულ ვი­ხუ­ტებ­დი, გულ­ში ვიკ­რავ­დი... ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს ვზრდი­დი, ხან ერთს მი­ვარ­ბე­ნი­ნებ­დი ეტ­ლით, ან მე­ო­რეს ხე­ლით, მათ­ზე ძა­ლი­ან ვზრუ­ნავ­დი. ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. ერ­თმა ამ­ხა­ნაგ­მა, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ჩემ­თან ცხოვ­რობ­და, მი­თხრა, ამ ამ­პლუ­ა­ში რა სხვა­ნა­ი­რი ხარ, რამ­დე­ნად დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა გაქვს სა­ხე­ზეო... ახლა უკვე დი­დე­ბი არი­ან, მუ­შა­ო­ბენ, შრო­მო­ბენ და აღარ სცა­ლი­ათ ჩემ­თან ხში­რად რომ იყ­ვნენ. სამი შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს, მაგ­რამ მათ­ზე ამა­გი ნამ­დვი­ლად აღარ მაქვს.

- ცოტა უკან რომ დავ­ბრუნ­დეთ, ალ­ბათ და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე აუ­ა­რე­ბე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავ­დათ...

- ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავ­და, არ ვი­ყა­ვი ცუდი გოგო, მაგ­რამ ეგ ჩემი კი არა, გე­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო... ვე­რის ბაღ­თან, ჩემი სახ­ლის წინ ზა­ფხუ­ლის კი­ნო­თე­ატ­რი იყო... ბაღ­ში ძვე­ლე­ბუ­რი ნა­ყი­ნი იყი­დე­ბო­და, ძა­ლი­ან კარ­გი ხა­რის­ხის, ეტყო­ბა მა­შინ არა­ფერს ურევ­დნენ. იქ ჩემი ძა­ლი­ან ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იყო, მაგ­რამ არ მა­წუ­ხებ­დნენ, კი­ნო­თე­ატ­რის აფი­შას­თან თა­ვის­თვის იდ­გნენ და აი­ვან­ზე რომ გა­ვი­დო­დი, იქი­დან მი­ყუ­რებ­დნენ. ვი­საც უფრო ახ­ლოს ვიც­ნობ­დი, სულ მახ­სოვ­და რომ მას­თან სხვა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­ზე არ წა­მომ­ცდე­ნო­და, ჩხუ­ბი რომ არ მომ­ხდა­რი­ყო... ძა­ლი­ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ, რად­გან კი­თხვა მო­და­ში იყო... (გააგრძელეთ კითხვა)