"პატრიარქთან დაახლოებით, 10-ჯერ შევიდნენ, რომ დაეთანხმებინათ ჩემს წინააღმდეგ - მიმდინარე პროცესებს მართავს ჩხარტიშვილი, შიოლაშვილი, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე" - მთავარეპისკოპოსი ზენონი - კვირის პალიტრა

"პატრიარქთან დაახლოებით, 10-ჯერ შევიდნენ, რომ დაეთანხმებინათ ჩემს წინააღმდეგ - მიმდინარე პროცესებს მართავს ჩხარტიშვილი, შიოლაშვილი, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე" - მთავარეპისკოპოსი ზენონი

მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ზე­ნო­ნი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ აცხა­დებს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს იძუ­ლე­ბით მი­ა­ღე­ბი­ნეს.

რო­გორც მე­უ­ფე ზე­ნო­ნი აღ­ნიშ­ნავს, პრო­ცე­სებს მის წი­ნა­აღ­მდეგ მარ­თავს ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვი­ლი, სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე შიო მუ­ჯი­რი და ასე­ვე სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.

"პატ­რი­არ­ქთან და­ახ­ლო­ე­ბით, 10-ჯერ შე­ვიდ­ნენ, რომ ეი­ძუ­ლე­ბი­ნათ და და­ე­თან­ხმე­ბი­ნათ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ რა­ღაც პრო­ცეს­ში. არც ხელი მიჰ­ყვე­ბო­და და არც გული ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და ვიცი ეს ყვე­ლა­ფე­რი, რას­თან გვაქვს საქ­მე და ვინ არი­ან, ამის შე­სა­ხებ ვი­ლა­პა­რა­კებ. წი­ნას­წარ ერთი რამ ცნო­ბი­ლია - აქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს მარ­თავს ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ; ასე­ვე, შიო მუ­ჯი­რი და ჯაღ­მა­ი­ძე. მინ­და, ეს წე­რი­ლი მი­ვი­ღო და ვნა­ხო რა წე­რია, ხოლო შემ­დეგ იმის მი­ხედ­ვით ვი­სა­უბ­რო. ძა­ლი­ან ბევ­რი მაქვს სა­ლა­პა­რა­კო და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს შე­ვე­ხე­ბი. გა­მო­რი­ცხუ­ლია ამ სა­კითხს ისე შევ­ხვდე, ვი­თომ არა­ფე­რი ხდე­ბა, ნამ­დვი­ლად ხდე­ბა", - აცხა­დებს მე­უ­ფე ზე­ნო­ნი “მთა­ვარ არხთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცნო­ბის­თვის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ბრძა­ნე­ბით, დმა­ნი­სი­სა და აგა­რაკ-ტა­ში­რის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ის მღვდელმთა­ვა­რი, მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ზე­ნო­ნი (ია­რა­ჯუ­ლი) სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მხო­ლოდ დმა­ნი­სი­სა და აგა­რაკ-ტა­ში­რის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლო­ბა შე­უ­ნარ­ჩუნ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის სამ­რევ­ლო­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გახ­და. სა­კი­თხი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა.