მარტვილის მუნიციპალიტეტში 9 წლის გოგონა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მარტვილის მუნიციპალიტეტში 9 წლის გოგონა გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში 9 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ავრცელებენ.

ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება, თუმცა, ახლობლები ერთ ვერსიაზე საუბრობენ. გავრცელებული ვერსიით, გოგონას გართულებები კბილის ამოღების შემდეგ დაეწყო.

ჰქონდა თუ არა მოზარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, ჯერჯერობით უცნობია.