ქართველი მორაგბეების "სელფი" ისტორიული გამარჯვების შემდეგ და სალომე ზურაბიშვილი "ბორჯღალოსნებთან" (ფოტოები) - კვირის პალიტრა

ქართველი მორაგბეების "სელფი" ისტორიული გამარჯვების შემდეგ და სალომე ზურაბიშვილი "ბორჯღალოსნებთან" (ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა ნო­ემ­ბრის მე­სა­მე ტესტ-მატ­ჩი უელ­სის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, კარ­დიფ­ში გა­მარ­თა და ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

მატ­ჩის პირ­ვე­ლი ტა­ი­მი შეხ­ვედ­რის მას­პინ­ძლებ­მა 12-3 მო­ი­გეს. მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" მატჩში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხეს და დრა­მა­ტულ ბოლო წუ­თებ­ში ან­გა­რი­შით 13:12 იმარ­ჯვეს.

316316067-10223131526103358-2937778984446991447-n-72617-1668879349.jpg

გა­დამ­წყვე­ტი სამი ქულა ჯა­რი­მით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ლუკა მატ­კა­ვამ მო­უ­ტა­ნა. ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლის გუნ­დმა ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მო­ა­ხერ­ხა უელ­სის ნაკ­რე­ბის და­მარ­ცხე­ბა. ქარ­თველ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა ნო­ემ­ბერ­ში გა­მარ­თუ­ლი სამი ტესტ-მატ­ჩი­დან ორის მო­გე­ბა მო­ა­ხერ­ხეს.

316005355-681781016648928-764413005842577793-n-72610-1668879349.jpg

შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და. ფო­ტო­ე­ბი მის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. პრე­ზი­დენ­ტმა ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­თან" სა­ერ­თო ფო­ტოც გა­და­ი­ღო.

316236310-681780969982266-4200970399950283337-n-72613-1668879349.jpg

ასე­ვე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დგო­მი "სელ­ფი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ფე­ის­ბუქ­ზე" გუნ­დის კა­პი­ტან­მა მე­რაბ შა­რი­ქა­ძემ.