"მოხ­და სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ამე­რი­კა­ში!" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი პიანისტი ავარიაზე, რომლის დროსაც ორი ძმიდან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი კომაშია? - კვირის პალიტრა

"მოხ­და სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ამე­რი­კა­ში!" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი პიანისტი ავარიაზე, რომლის დროსაც ორი ძმიდან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი კომაშია?

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი, პი­ა­ნის­ტი მე­რაბ ებ­რა­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ებ­რა­ლი­ძე წერს, ქარ­თვე­ლი ძმე­ბი ავა­რი­ა­ში მოყ­ვნენ, რა დრო­საც ერთი ძმა და­ი­ღუ­პა, ხოლო მე­ო­რე კლი­ნი­კა­ში, კო­მა­შია.

"ჩემო.მე­გობ­რე­ბო მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მაშ­ტა­ბით! მოხ­და სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ამე­რი­კა­ში! ჩემი ერთ ერთი პირ­ვე­ლი თა­ო­ბის მოს­წავ­ლე მი­ში­კო (მი­ხე­ი­ლი) მე­ცხვა­რიშ­ვი­ლი და მისი ძმა დე­მეტ­რე მოყ­ვნენ სა­ში­ნელ ავა­რი­ა­ში!

სამ­წუ­ხა­როდ, დე­მეტ­რე ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა! ჩემი მი­ში­კო კი ძა­ლი­ან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში (კო­მა­ში) წევს ჰოს­პი­ტალ­ში და ებ­რძვის სი­ცო­ცხლეს!

რამ­დე­ნი ხა­ნია მე ღმერ­თის­თვის არა­ფე­რი არ მო­თხოვ­ნა და ახლა ვთხოვ მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბით, გუ­ლით და სუ­ლით რომ გა­დაგ­ვირ­ჩი­ნოს ჩვე­ნი მიშო!

ნუ და­ღუ­პავს მთლად ბო­ლომ­დე მის გა­ნად­გუ­რე­ბულ მშობ­ლებს!

ძა­ლი­ან გთხოვთ, გე­მუ­და­რე­ბით, მო­იხ­სე­ნი­ეთ ლოც­ვებ­ში ეს უკარ­გე­სი, უკე­თი­შო­ბი­ლე­სი და უნი­ჭი­ე­რე­სი 19 წლის ბიჭი რათა მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და გა­და­ურ­ჩეს სიკ­ვდილს!

ღმერ­თო ღმერ­თო რა­ტომ ხდე­ბა ასე­თი ცუდი რა­ღა­ცე­ბი. ილო­ცეთ, ძა­ლი­ან გთხოვთ ამ ბი­ჭის სა­ხელ­ზე! მად­ლო­ბა წი­ნას­წარ ყვე­ლას!" - წერს პი­ა­ნის­ტი.