"ჯა­ბას დიდი ზო­მის კის­ტა აქვს ტვი­ნის უჯრე­დებ­ში, რაც ეპილეფსიას იწვევს. იმ "ჩაფხუტის", სხი­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კი კის­ტის დაშ­ლა ხდება" - ჯაბა მურცხვალაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - კვირის პალიტრა

"ჯა­ბას დიდი ზო­მის კის­ტა აქვს ტვი­ნის უჯრე­დებ­ში, რაც ეპილეფსიას იწვევს. იმ "ჩაფხუტის", სხი­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კი კის­ტის დაშ­ლა ხდება" - ჯაბა მურცხვალაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

რამდენიმე დღის წინ, კომპლექსში - „ქინგ დევიდი“ თანამედროვე ქართველი მხატვრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელიც ორ აჭარელ ბავშვს მიეძღვნა. ორივე მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, დიაგნოზი საკმაოდ მძიმეა, მკურნალობა კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მათ საზოგადოების დახმარება სჭირდება...

"კვირის პალიტრასთან" ამ თემაზე საუბრობს შშმ პირი, ბატონი გოგიტა მურცხვალაძე - ჯაბა მურცხვალაძის მამა, ბიჭის, რომელსაც დახმარება სჭირდება; ასევე, გამოფენის ორგანიზატორი - თეკლა რატიანი და მხატვარი - მზია ლეკიშვილი.

გოგიტა მურცხვალაძე:

- გამოფენა-გაყიდვა, რომელიც "ქინგ დავიდში" შედგა, ორ აჭარელ ბავშვს მიეძღვნა, რომელთაც საკმაოდ მძიმე დიაგნოზი აქვთ. გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა კომპლექსში - „ქინგ დევიდი“.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში ამოგვიდგა - მხატვრებს, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები საქვემლოქმედო გამოფენას უსახსოვრეს; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც გვერდში დამიდგენან ამ კეთილ საქმეში - მარტო მე ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებდი; ასევე ძალიან დიდი მადლობა „ქინგ დევიდის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - ბატონ სოსო ორჯონიკიძეს, რომელმაც დაგვითმო ეს შესანიშნავი სივრცე და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გამოფენა მაღალხარისხიანად ჩატარდეს.

გამოფენაზე 50 ცნობილი მხატვრის 65-მდე ტილო იყო წარმოდგენილი. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მათგანი საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა მხატვრებმა დაგვრთეს ნება, რომ ჩვენთვის მისაღები ფასდაკლება გაგვეკეთებინა, რათა სასურველი თანხა შეგროვებულიყო ამ ბავშვების დასახმარებლად. ასევე წარმოდგენილი იყო კორნელი სანაძის საკმაოდ ძვირადღირებული ნახატი, რომელიც მისმა ქალიშვილმა გადმოგვცა და დაგვრთო ნება, რომ სასურველ ფასად გაგვეყიდა. ასევე, აღსანიშნავია, ოლეგ ტიჩენკოს ნახატი.

ეს გამოფენა ჩემთვის პირველი არ იყო. ყველა გამოფენაზე ვცდილობ, სასურველი თანხა შევაგროვო და ბავშვებს დავეხმარო. სამადლობელი ხალხი ძალიან ბევრი მყავს, მხატვრებიდან დაწყებული, ტელევიზიებით დამთავრებული, მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც გვერდში მედგა ყოველთვის და დღემდე ასე გრძელდება.

მე ყველგან და ყოველთვის ვამბობ ერთს - მე ვარ იმ ბავშვის მამა, რომლის შვილმაც ფეხი მამა გაბრიელის საფლავზე აიდგა და ის ცხონებული ლალი კუტაიშვილის გადარჩენილია, ბატონი ირაკლის დედის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, "კვირის პალიტრას", რომელიც ძალიან ბევრ რამეს აკეთებთ ჩემთვის. ცხონებული ლალი კუტაიშვილის დანატოვარი სიკეთე დღესაც გრძელდება მისი შვილების სახით, ჩემს ოჯახსა და ჩემს შვილზე. პატრიარქის კურთხევით, მე და ჩემი ოჯახი პილიგრიმები ვართ. დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ზემო სვანეთის მოლოცვა დაგვრჩა და შემდეგ გადმოვალთ აღმოსავლეთ საქართველოში. ყველა ეკლესია-მონასტერში ვლოცულობთ იმ ადამიანებისათვის, ვინც გვერდში დაგვიდგა, რთულ პერიოდში მარტო არ დაგვტოვა და თავიანთი თანადგომით, მხარდაჭერა გამოხატა ჩემი შვილის მიმართ. ღმერთმა ამრავლოს ასეთი კეთილშობილი ადამიანები საქართველოში.

ambebi.ge-სვის მიცემულ ინტერვიუში გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძეს ჰყვებოდა, რომ შვი­ლის თურ­ქე­თის კლი­ნი­კებ­ში ახა­ლი მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბის შან­სი გა­უჩ­ნდა, ის იმე­დოვ­ნებს, რომ მის ვაჟს - ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძეს ამ მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­უმ­ჯო­ბე­სებს.

გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე:

- ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დიდსუ­ლო­ვა­ნია, უკვე წლე­ბია მხარ­ში მიდ­გა­ნან და ჩემი შვილს უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბი­ან... ახლა ექი­მებ­მა მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­დი­ცი­ნის თვალ­საზ­რი­სით არის სი­ახ­ლე, მარ­ტი­ვად რომ გი­თხრათ, სპე­ცი­ა­ლუ­რი "ჩა­ფხუ­ტი“ არსებობს, რაც პა­ცი­ენტს თავ­ზე ეხუ­რე­ბა და გამა სხი­ვე­ბით ხდე­ბა კის­ტის დაშ­ლა. რო­გორც იცით, ჯა­ბას დიდი ზო­მის კის­ტა აქვს ტვი­ნის უჯრე­დებ­ში. "ჩა­ფხუტს" კი აქვს სა­დე­ნე­ბი, რო­მელ­ზეც სხი­ვე­ბია შე­ერ­თე­ბუ­ლი. იმ სხი­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა სწო­რედ კის­ტის დაშ­ლა. ეს ჩემ­თვის სა­ნუკ­ვა­რი რამ იყო, რომ ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე მომ­ხდა­რი­ყო კის­ტის გაქ­რო­ბა. ტვი­ნის უჯრე­დებ­ში არ­სე­ბუ­ლი კის­ტის კი­დევ ერთი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მნი­ს ჩემი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას. ოპე­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდეს. რად­გან ახლა მე­დი­ცი­ნა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ჯა­ბას არ დას­ჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია და კის­ტა მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად გაქ­რე­ბა. ეს არის სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი. თუ არ იქ­ნე­ბა კის­ტა, აღარ იქ­ნე­ბა ეპი­ლეფ­სია. როცა ეპი­ლეფ­სია არ არის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, ხდე­ბა ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნა, რაც თა­ვის­თა­ვად გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს.

ახლა, რად­გან თურ­ქე­თი­დან ეს ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, სტამ­ბოლ­ში ან ან­კა­რა­ში უნდა ჩა­ვიყ­ვა­ნო, ორი­ვე ქა­ლა­ქის კლი­ნი­კებ­შია ეგ მე­თო­დი და­ნერ­გი­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის ხე­ლა­ხა­ლი გა­მოკ­ვლე­ვა. შემ­დგომ ინიშ­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. წი­ნას­წარ ფი­ნან­სუ­რად თუ არ ვიქ­ნე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, საქ­მეს ბო­ლომ­დე ვერ მი­ვიყ­ვან. ამი­ტომ, მინ­და, ფინანსურად მზად ვიყო და და­ვი­წყო გა­მოკ­ვლე­ვა.

რო­გორც მი­თხრეს, ამას 15-იდან 20.000 დო­ლა­რამ­დე სჭირ­დე­ბა და გა­აჩ­ნია, რო­გო­რი სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტია. ჯა­ბას შემ­თხვე­ვა­ში, ვი­მე­ო­რებ, კის­ტა დიდი ზო­მი­საა და მისი გამა სხი­ვე­ბით დაშ­ლა უნდა მოხ­დეს. ახლა ჩემს ავად­მყო­ფო­ბა­ზე აღარ ვფიქ­რობ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ აქეთ­კენ ვარ გა­დარ­თუ­ლი. ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, ბავ­შვის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა გა­მო­ვუს­წო­რო - ფი­ზი­კუ­რიც და გო­ნებ­რი­ვიც. მად­ლო­ბა და ლოც­ვა-კურ­თხე­ვა იმ ხალ­ხს, ვინც ასე, წლე­ბის გა­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დით გვიდ­გას და თა­ნად­გო­მას გვი­წევს.

• ქვემოთ მოცემულია სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ და­ეხ­მა­როთ ჯა­ბას:

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ხომ­ლი" ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად. ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE42BG0000000162421607

თი­ბი­სი ბან­კი: GE45TB7420136080100007 თი­ბი­სი ბან­კი. მიმ­ღე­ბი: გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე.

ან­გა­რი­ში: GE57TB7080645064300028 ლი­ბერ­თი ბან­კი.

ბან­კის კოდი: LBRTGE22 მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: GE04LB0711186007624000

თეკლა რატიანი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების მენეჯერი:

- წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიური ჩართულობისა და თანამედროვე მხატვრების გულისხმიერების წყალობით, ჩვენმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის ამ ერთობ მნიშვნელოვანი და ძალიან ლამაზი საქველმოქმედო გამოფენის მოწყობაში. გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. გამოფენილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი მხატვრების ნამუშევრები, როგორიცაა რუსუდან ფეტვიაშვილი და სხვები.

მზია ლეკიშვილი, მხატვარი:

- საქველმოქმედო გამოფენაზე ჩემი ერთი ნახატი წარმოვადგინე, სახელწოდებით - „აბსტრაქტული ყვავილები“. ბატონი გოგიტა "ფეისბუქ" გვერდის საშუალებით დამიკავშირდა და მთხოვა, საქველმოქმედო გამოფენისთვის ერთი ნახატი მეჩუქებინა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მართალია, მანამდეც ვიცოდი, რომ შვილი ჰყავდა ავად, თუმცა დეტალები მხოლოდ შემდგომ, მისი მონაყოლიდან გავიგე. მე პირადად ექიმი ვარ, 25 წლიანი გამოცდილება მაქვს. ხატვა მხოლოდ ორი წელია, რაც დავიწყე. შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცი, რა რთულია, როცა მშობელს არ აქვს საშუალება შვილს სამედიცინო დახმარება გაუწიოს. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და ჩემი ნახატი სიხარულით ვუსახსოვრე ფონდს. მოხარული ვარ, რომ მეც ჩემი წვლილი შევიტანე ამ კეთილ საქმეში.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)