"ჰოი, სა­ოც­რე­ბავ, მოვ­დი­ვარ ფე­ხით და ეს ქან­და­კე­ბა ერთ-ერთ ეზო­ში უდ­გას ტიპს" - რას აცხადებენ მერიაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

"ჰოი, სა­ოც­რე­ბავ, მოვ­დი­ვარ ფე­ხით და ეს ქან­და­კე­ბა ერთ-ერთ ეზო­ში უდ­გას ტიპს" - რას აცხადებენ მერიაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე

"ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ნუცა მა­თი­აშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ ვა­კის პარ­კის ერთ-ერთი ქან­და­კე­ბა ახლა ზემო ვა­კის ერთ-ერთი მა­ცხოვ­რებ­ლის ეზო­ში დგას. პოსტს თან დარ­თუ­ლი აქვს ფო­ტო­ე­ბიც.

"გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. თბი­ლი­სის მე­რია, იქ­ნებ გამ­ცეთ პა­სუ­ხი,ვა­კის პარკში მარ­მა­რი­ლოს ფი­ლე­ბი რომ დახ­სე­ნით და ტა­ლახ­ში ნა­რე­ვი ცე­მენ­ტით კი­ბის­მაგ­ვა­რი რა­ღაც რომ გა­ა­კე­თეთ და ა.შ ეგ ხომ ვი­ცით, ქან­და­კე­ბა, რო­მე­ლიც დი­დად არ მომ­წონ­და, თუმ­ცა ბრინ­ჯაო იყო და პარ­კის კუთ­ვნი­ლე­ბა, აღარ დამ­ხვდა. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ გა­და­ად­ნო­ბენ, ან რამე და ჰოი, სა­ოც­რე­ბავ, მოვ­დი­ვარ ფე­ხით და ეს ქან­და­კე­ბა ერთ-ერთ ეზო­ში უდ­გას ტიპს, მარ­თლა, უკვე ეს არა­ფერ­ში არ ჯდე­ბა, იქ­ნებ გამ­ცეთ პა­სუ­ხი, რო­გორ მოხ­ვდა პარ­კის ქან­და­კე­ბა ვი­ღა­ცის ეზო­ში, ზემო ვა­კე­ში.

WTF მარ­თლა, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა მუ­ზაც რომ წა­ი­ღონ", - წერს ნუცა მა­თი­აშ­ვი­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გვი­თხრეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქან­და­კე­ბა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ქან­და­კე­ბა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენს. იგი თა­ვის დრო­ზე კლუბ "სე­ნა­ტის" მიერ და­იდ­გა კლუ­ბის მიმ­დე­ბა­რედ, რაც იყო უნე­ბარ­თვო და ჯერ კი­დევ ვა­კის პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე გან­ხორ­ცი­ელ­და მისი დე­მონ­ტა­ჟი", - გვი­თხრეს მე­რი­ა­ში.