ჯო ბაიდენის შვილიშვილი დაქორწინდა - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენის შვილიშვილი დაქორწინდა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი, 28 წლის ნა­ო­მი, 25 წლის პი­ტერ ნილ­ზე და­ქორ­წინ­და. ქორ­წი­ლი თეთრ სახ­ლში გა­ი­მარ­თა.

პა­ტარ­ძალს Ralph Lauren-ის კაბა ეცვა. ცე­რე­მო­ნი­ა­ზე თან ახ­ლდნენ მშობ­ლე­ბი, ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი და კეტ­ლინ ბულე. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი 250 სტუმ­რის თან­დას­წრე­ბით და­დეს.

CNN-ის ცნო­ბით, იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის ფასი, რო­მელ­საც სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ის და­გეგ­მვა ან­დეს, 300 000 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა.

ნა­ო­მი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლია. მას სა­ხე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი დე­ი­დის, ბა­ი­დე­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ე­ძი­ნა. ის ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში,1972 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ნა­ო­მიმ პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში სა­მარ­თლის სკო­ლა და­ამ­თავ­რა. სწო­რედ იქ გა­იც­ნო პი­ტე­რი, რო­მე­ლიც ახლა ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მარ­თლის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

ეს უკვე მე­ცხრა­მე­ტე ქორ­წი­ლია, რო­მე­ლიც თეთ­რი სახ­ლი კედ­ლებ­ში გა­ი­მარ­თა. ბო­ლოს ბა­რაკ ობა­მას პერ­სო­ნა­ლურ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა პიტ სო­უ­ზამ და მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა პატი ლიზ­მა თეთრ სახ­ლში 2013 წელს იქორ­წი­ნეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქორ­წი­ლი ამე­რი­კის ლი­დე­რის და­ბა­დე­ბის დღის წინა დღეს შედ­გა. ბა­ი­დენს 20 ნო­ემ­ბერს 80 წელი შე­უს­რულ­და. ის აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტია, რო­მელ­მაც მე­ცხრე ათწლე­ულ­ში შე­ა­ბი­ჯა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ნა­ო­მის ქორ­წი­ლი ჯო ბა­ი­დე­ნის იუ­ბი­ლეს სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­თხვი­ეს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრე­ზი­დენ­ტის ასა­კი­დან ყუ­რა­დღე­ბა ღო­ნი­ძი­ე­ბა­ზე გა­და­ე­ტა­ნა.