"ქართველებმა უელსის ნაკრებს სეისმური სარაგბო შოკი მიაღებინეს“ - როგორ აშუქებს უცხოური მედია ქართველი ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას უელსთან
ქართველმა ბორჯალოსნებმა 19 ნოემბერს, უელსში, კარდიფში, უელსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ანგარიშით 13-12 დაამარცხეს.
ქართველების ამ შთამბეჭდავ გამარჯვებას მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ, წამყვანი მედიასაშაუალებები აშუქებენ და ამბავი სარაგბო საზოგადოებაში განხილვის მთავარი თემაა. ახლა კიდევ უფრო მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩვენი გუნდი, ელიტის წვერობას, "ექვსი ერის" წევრობას იმსახურებს.
"ქართველებმა უელსის ნაკრებს სეისმური სარაგბო შოკი მიაღებინეს“, - წერს გამოცემა The Guardian-ი და გამოქვეყნებულ სტატიაში უელსის მარცხი საქართველოსთან "დამამცირებელ მარცხად" არის შესაფესებული.
ბორჯღალოსნების გამარჯვებას ვრცელ სტატიას უძღვნის BBC-ი, სადაც ვკითხულობთ, რომ ქართველების პრეტენზიის უგულებელყოფა "ექვსი ერის" წევრობაზე, შეუძლებელია უგულებელყოფილი იყოს. "ქართველებს სჯერათ, რომ მათი პრეტენზია რაგბის ელიტის წევრობაზე, უელსის დამარცხების შემდეგ, შეუძლებელია, უგულებელყოფილი იყოს. ივლისში იტალიის, ახლა კი უკვე უელსის დამარცხების შემდეგ, საქართველოში თვლიან, რომ მათი ადგილი "ექვს ერშია“, - წერს გამოცემა.
სტატიაში ვკითხულობთ ქართველი კაპიტნის, მერაბ შარიქაძის სიტყვებს: "უსამართლობა იქნება, თუ მსოფლიო რაგბი ისე მოიქცევა, რომ თითქოს ეს (ქართველების მიერ ელიტარული გუნდების დამარცხება) არ მომხდარა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს - წელს ჩვენ დავამარცხეთ ორი უმაღლესი დონის გუნდი. იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას ხედავენ. მე არ ვარ ამპარტავანი. იმედი მაქვს, არ ეცდებიან ჩვენს უგულებელყოფას.
იტალიის დამარცხება საოცარი იყო, მაგრამ უელსში უელსის დამარცხება, დაუჯერებელია. ეს ბევრს ამბობს, არა?! ბევრს დავუმტკიცეთ, რომ ჩვენთან დაკავშირებით ცდებოდნენ. ჩვენ არ ვართ მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ისტორია შევქმენით“, - ამბობს შარიქაძე.
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო ლინკზე