„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ - „ლიბერთი ბანკი“ მასშტაბური პროექტის სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს“ - კვირის პალიტრა

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ - „ლიბერთი ბანკი“ მასშტაბური პროექტის სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს“

აქსიომაა, რომ ძლიერი რეგიონის გარეშე ქვეყნის განვითარება და გაძლიერება წარმოუდგენელია. ამიტომაც წლებია უკვე, რაც ამ მიმართულებით ქვეყანაში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ყველაზე დიდ შედეგს სწორედ ის მიდგომა იძლევა, რომელიც რეგიონში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. ახალგაზრდებში ბიზნესის პოტენციალის გამოვლენა, სამეწარმეო უნარების განვითარება, ფინანსური განათლების ხელშეწყობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა - პროექტი, რომელზეც უნდა გიამბოთ, კომპლექსურად ყველა ამ მიმართულებას აერთიანებს და ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას საკუთარი შესაძლებლობები რეალურ და წარმატებულ საქმედ აქციონ. "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" - ასე ჰქვია ამ პროექტს.

საქართველოს რეგიონებში ბიზნესპოტენციალის გამოვლენა და მისი სწორი განვითარებისთვის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრადი განვითარების საწინდარია. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება აღნიშნული პროექტი, რომელსაც ავსტრიის განვითარების ფონდის დაფინანსებით ახორციელებს "მერსი ქორფსის" წარმომადგენლობა საქართველოში, ხოლო პროექტის სტრატეგიული პარტნიორი "ლიბერთი ბანკია". პროექტს ასევე მხარს უჭერს ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. აღსანიშნავია, რომ "ლიბერთი" უშუალოდ ჩაერთო პროექტის სასწავლო აქტივობებში და შექმნა პროექტის ფინანსური განათლების სასწავლო მოდული, რომელსაც გადამზადებულ ტრენერებთან ერთად "ლიბერთის" თანამშრომლები უძღვებიან. ფინალში გადასული ბიზნესიდეის ავტორები კი "ლიბერთი ბანკისგან" დამატებით, მათ პროექტზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტში "ლიბერთისა" და "მერსი ქორფსის" წარმომადგენლებმა "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პროექტში ჩართულ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ინტენსიური ბიზნესგადამზადების ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტი 42 თვის განმავლობაში, 2021 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მაისამდე, საქართველოს ოთხი რეგიონის 18 მუნიციპალიტეტში, განხორციელდება და მიზნად ისახავს 1500-ზე მეტი ახალგაზრდის (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას. პროექტის მონაწილეთა 50% ქალია, მათ შორის არიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებნი, ეკომიგრანტები, იძულებით გადაადგილებულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. პროექტი მათ შესაძლებლობას აძლევს განავითარონ სამეწარმეო უნარები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან გააფართოონ უკვე არსებული ბიზნესი, რომლის მართვაშიც ახალგაზრდები იქნებიან ჩართული.

rek3-1668965389.jpg

ტაპი ზაქარიაძე, "ლიბერთი ბანკის" ჩშღ-მიმართულების ხელმძღვანელი: "პროექტი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მის განხორციელებაში ჩართული არიან როგორც კერძო სექტორი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. პროექტის ავტორები არიან "მერსი ქორფსის" წარმომადგენლობა საქართველოში, ძირითადი დონორი გახლავთ ავსტრიის განვითარების ფონდი, "ლიბერთი ბანკი" კი ამ პროექტის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც პროექტში ფინანსურ კონტრიბუციასთან ერთად სასწავლო პროცესშია ჩართული. პროექტის მონაწილეები გადიან ყველა იმ მნიშვნელოვან ეტაპს, რომლებიც საჭიროა წარმატებული ბიზნესისთვის. ის მოიცავს სწავლებისა და ტრენინგების ძალიან სერიოზულ კომპონენტს - ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე შეიძენენ სერიოზულ ცოდნას, ექნებათ შესაძლებლობა გრანტების მეშვეობით რეალობად აქციონ ბიზნესიდეები, რომლებიც სწავლების პერიოდში მოამზადეს".

პროექტს "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ნიშნავს, რომ პროექტის მიზანი ზუსტად პასუხობდა იმ გამოწვევებსა და მოთხოვნებს, რაც არსებობდა ამ ეტაპზე რეგიონებში ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

"აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მონაწილეები, რომლებიც ტრენინგებს გადიან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და კუთხეს წარმოადგენენ. ტრენინგებზე ყოველი მათგანის მიერ შემოთავაზებული პროექტები, სავარჯიშოები თუ იდეა მათი კონკრეტული რეგიონის გარშემო ტრიალებს, რაც მართლაც დასაფასებელია. პროექტში მონაწილეობაზე ინტერესი საკმაოდ დიდია. ამ პროექტის უნიკალურობა იმაშია, რომ მოიცავს ყველა ეტაპს, მეწარმეს ან სტარტაპერს, რომელიც იწყებს და ერთვება სწავლის პროცესში, აქვს შესაძლებლობა განავითაროს არსებული ან შექმნას სრულიად ახალი ბიზნესი", - აღნიშნა ტაპი ზაქარიაძემ.

rek2-1668965389.jpg

ხათუნა ჭელიძე, მიკრო და მიცრე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: "ჩვენ სპეციალურად ამ პროექტისთვის შევქმენით სატრენინგო მოდული, რომლის მიზანია ფინანსური წიგნიერების ამაღლება. ეს მოდული პირველად "მერსი ქორფსის" ტრენერებს წავუკითხეთ - ანუ ტრენერთა ტრენინგი ჩავატარეთ. ახლა უკვე მეორე ეტაპზე გადავედით, რომლისთვისაც უფრო ვრცელი პროგრამა მოვამზადეთ. ფინანსური წიგნიერების ამ სატრენინგო მოდულის ძირითადი შინაარსი ის არის, რომ პროექტის მონაწილეებმა შეისწავლონ, თუ რა არის კომერციული ბანკი, როგორ ოპერირებს, როგორ რეგულირდება მისი საქმიანობა, რა პროდუქტები და მომსახურება შეიძლება მიიღონ, როდესაც მიმართვენ ფინანსურ ინსტიტუტს; რას უნდა მიაქციონ ყურადღება, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას სესხთან ან ანაბარზე თანხის განთავსებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია. ვფიქრობთ, არა მარტო ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას დაეხმარებათ ამის სწავლა, არამედ იმაშიც, რომ ბიზნესიდეები წარმატებით განახორციელონ. შევეხეთ ასევე ისეთ მნიშვნელოვან თემას, რაც არის რისკები. თუ რა სახის რისკები შეიძლება დაუდგეთ, თუ პროდუქტს და მომსახურებას არასწორად აირჩევენ, რასაც შემდეგ მივყავართ ჭარბვალიანობასთან. ტრენინგის ამ ნაწილში ვეცადეთ, რომ ვასწავლოთ, როგორ აიცილოთ თავიდან ეს რისკები, როგორ დავაზღვიოთ ან მინიმუმამდე დავიყვანოთ ისინი".

პროექტი 3 წლისა და 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ბოლოს 1500-ზე მეტი ახალგაზრდა გაივლის სამეწარმეო ტრენინგს, ხოლო მათ შორის 200 ახალგაზრდა ინტენსიური გადამზადების, BEთ-პროგრამის მონაწილე გახდება. BEთ-ტრენინგის დასასრულს მონაწილეები მოამზადებენ ბიზნესგეგმებს და პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები კი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.

თუ როგორია ბოლო ეტაპზე "ლიბერთის" თანამონაწილეობა და რას სთავაზობს ის საუკეთესო პროექტისა და იდეის ავტორებს, როგორც ხათუნა ჭელიძე განმარტავს, "ლიბერთი" 70-100 მონაწილეს გადასცემს გრანტს, რომელიც მოიცავს თანადაფინანსების კომპონენტს: "ტრენინგების განმავლობაში ჩვენ თითქმის ყველასთან გვქონდა შეხება და ეს იდეაც, შეიძლება ითქვას, ცოტა მოგვიანებით დაიბადა - როდესაც დავინახეთ, რომ დაფინანსების პროცესში შესაძლოა მათ დასჭირდეთ ფინანსური მხარდაჭერა კომერციული ბანკისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზადყოფნა გამოვაცხადეთ. "ლიბერთი" შესთავაზებს სპეციალურ პროდუქტს შეღავათიანი პირობებით, რომელიც ბაზარზე იქნება კონკურენტუნარიანი და იქნება მათ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები მათ ნებისმიერ დროს ადგილზე გაუწევენ ფინანსურ კონსულტაციას ბიზნესიდეის წარმატებით განხორციელებაში. ამიტომ ჩვენ დავეხმარებით არა მარტო გამარჯვებულებს, არამედ ყველა იმ ბენეფიციარს, ყველა იმ მონაწილეს, რომლებიც ჩართული არიან "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პროექტში პირველივე დღიდან.

p.s. "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პროექტში დარეგისტრირდა 1846 მონაწილე. პირველადი ეტაპი გაიარა 704-მა ახალგაზრდამ. ამ 704-დან 48% ქალია, 52% - მამაკაცი. შემოვიდა 366 ბიზნესიდეა, აქედან 226 ქალებს ეკუთვნის, 100 - მამაკაცებს.

(R)