"სტატუსს ახლა თუ არ მოგვცემენ, ეს ნიშნავს რუსეთის პირდაპირ წაქეზებას, რომ "არიქა ბიჭებო, ესენი თქვენი არიან და გაჯიჯგნეთ როგორც გინდათ" - კვირის პალიტრა

"სტატუსს ახლა თუ არ მოგვცემენ, ეს ნიშნავს რუსეთის პირდაპირ წაქეზებას, რომ "არიქა ბიჭებო, ესენი თქვენი არიან და გაჯიჯგნეთ როგორც გინდათ"

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნდა, რომ სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლი მუხ­ლე­ბი­დან გა­მოძ­ვრეს, - ამის შე­სა­ხებ "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ა­ში, "რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცებს არ სურთ, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ვი­ღოთ“.

"ოპო­ზი­ცი­ის ერთი ნა­წი­ლი პირ­და­პირ და­ჩხა­ვის ამ ამ­ბავს, რომ "აი, არ მოგ­ვცე­მენ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს“. თან არ მუ­შა­ობ სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში და თან და­ჩხა­ვი. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცებს არ უნ­დათ, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ვი­ღოთ, რათა ეს "ოც­ნე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნოს. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ამ სტა­ტუსს "ოც­ნე­ბა“ კი არ იღებს, სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს. თუ იხე­ი­რებს, ქვე­ყა­ნა იხე­ი­რებს და არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ხომ ვი­ცით, რომ ნაღ­დად დაძ­ვრე­ბოდ­ნენ ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის წინ - კან­დე­ლა­კი ნაღ­დად და­დი­ო­და და ეუბ­ნე­ბო­და, რომ არ მის­ცე­თო, მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ვერ გა­უშ­ვებ­თო. ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ით ვინ ისარ­გებ­ლა? ჩვე­უ­ლებ­რივ­მა მშრო­მელ­მა ხალ­ხმა. ამი­ტომ, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას და არა მხო­ლოდ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, თუკი სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ვერ მი­ი­ღო, 90%-ით ეს იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ხოლო 5%-ით ოპო­ზი­ცი­ის.

"მი­ვი­ღოთ სტა­ტუ­სი და ჯან­და­ბა ამ "ოც­ნე­ბას". სტა­ტუ­სი თუ მი­ვი­ღეთ, 14-მი­ლი­არ­დი­ან ფონ­დზე წვდო­მა გაგ­ვიჩ­ნდე­ბა. ეს ფული იქ­ნე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, კულ­ტუ­რის, ჯან­დაც­ვის და სხვა ყვე­ლაფ­რის. ჩვენ რა ბი­უ­ჯე­ტიც გვაქვს, იმა­ზე მეტი არის 14 მი­ლი­არ­დი, ამი­ტომ ცოტა სხვა­ნა­ი­რად უნდა შევ­ხე­დოთ ამ ამ­ბავს.

არ არის სწო­რი წი­ნას­წარ იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ "ოც­ნე­ბა“ მა­ინც არა­ფერს შეც­ვლის. რა­ღა­ცე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ძა­ლი­ან კარ­გად - იქ, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი იყო: სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსთან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან კარ­გი აზ­რთა გაც­ვლა იყო და ნაღ­დად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს რა­ღა­ცე­ბი. ყველ­გან გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს რა­ღაც სა­სა­მარ­თლოს გარ­და. გააგრძელეთ კითხვა