უიშვიათესი დაავადება და ცხოვრების სტილი, რომლითაც ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია - ვინ არის ბიჭი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მორგან ფრიმენთან ერთად გახსნა? - კვირის პალიტრა

უიშვიათესი დაავადება და ცხოვრების სტილი, რომლითაც ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია - ვინ არის ბიჭი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მორგან ფრიმენთან ერთად გახსნა?

ბიჭი, რო­მელ­მაც 20 ნო­ემ­ბერს, კა­ტარ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ მორ­გან ფრი­მენ­თან ერ­თად გახ­სნა, გა­ნიმ ალ-მუფ­ტაა.

გა­ნი­მი 2002 წლის 5 მა­ისს, უიშ­ვი­ა­თე­სი და­ა­ვა­დე­ბით კა­უ­და­ლუ­რი რეგ­რე­სი­ის სინ­დრო­მით და­ი­ბა­და. აღ­ნი­შუ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ხერ­ხემ­ლის ქვე­და ნა­წი­ლის გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბას იწ­ვევს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მცი­რე იყო, ექი­მებ­მა შეძ­ლეს და გა­ნიმს სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს.

ის მა­გა­ლი­თია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლას­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით, კი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მთელ მსოფ­ლი­ო­ში და სა­კუ­თა­რი აქ­ტი­უ­რო­ბით ამ­ტკი­ცებს, რომ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს.

ganimmm1-45254-1669020462.jpeg

გა­ნიმს ყო­ველ­წლი­უ­რად სა­მე­დი­ცი­ნო ქი­რურ­გი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რის­თვი­საც ევ­რო­პა­ში ჩას­ვლა უწევს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ის ფაქ­ტი, რომ ბევრ სკო­ლას არ სურ­და მისი მი­ღე­ბა, თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამო.

გა­ნი­მის ჰყავს ტყუ­პის­ცა­ლი აჰ­მად ალ-მუფ­ტა, რო­მელ­მაც, მშობ­ლებ­თან ერ­თად, დიდი როლი ითა­მა­შა ძმის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები