"რაც მამა ავად გახდა, საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ და გთხოვთ ყველას, რომ თავი შეიკავოთ" - კვირის პალიტრა

"რაც მამა ავად გახდა, საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ და გთხოვთ ყველას, რომ თავი შეიკავოთ"

გიორგი და კრისტი ყიფშიძის ქალიშვილმა ნატალიმ, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, ინსტაგრამის გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. გარდა იმისა, რომ ისაუბრა სწავლაზე, რომელსაც დიდ დროს უთმობს და იმაზე, რომ ამჟამად არაა შეყვარებული, ასევე გასცა პასუხები მამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.საქმე ისაა, რომ ბოლო ხანს მსახიობი გიორგი ყიფშიძის გარეგნობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. წონაში მკვეთრი ცვლილების გამო სოციალურ ქსელში ხშირად უწერდნენ სამაოდ უსიამოვნო კომენტარებს და ჰეითერების პასუხად რამენიმე დღის წინ დაწერა:"შემეშვით და ყველამ თქვენს სიმახინჯეებს მიხედეთ... ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?"ამ კომენტარს კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი მოჰყვა. შესაბამისად, ამ თემის გარშემო მის უფროს ქალიშვილ ნატალისაც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:"ამ თემაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან მამას პირადია. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც მამა ავად გახდა, საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ და გთხოვთ ყველას, რომ თავი შეიკავოთ, მით უმეტეს იმის გაკიცხვით, რის შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ..."

ახლახან კი თავად მსახიობმაც ჩაწერა პატარა ვიდეო, რომელშიც მაყურებელს თავის სპექტაკლზე "მოჩვენებები" იწვევდა და ისიც თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს: "მინდა გავხდები, მინდა - გავსუქდები... არ ვკვდები, მშვენივრად ვგრძნობ თავს. ეს იდიოტებისთვის ვთქვი..."

შეგახსენებთ, გიორგი ყიფშიძე 4 შვილის მამაა. მას და მის მესამე მეუღლეს ენის ორი საერთო შვილი ჰყავთ, წინა ორი ქორწინებიდანაც მას უფროსი ქალიშვილი ნატალია ჰყავს და ვაჟი ალექსანდრე.

ვიდეო იხილეთ - mshoblebi.ge